» » » ტოპ-7 ზეთი, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ტოპ-7 ზეთი, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ცხიმები, ვიტამინები, მინერალები, სხვადასხვა მჟავები, რომლებიც მცენარეული ცხიმების შემადგენლობაში შედის, მათ შეუცვლელ პროდუქტად აქცევს კვების, გაჯანსაღების, სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.



თითოეულ მცენარეულ ზეთს თავისი განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს. რჩევების რედაქციამ ამოარჩია 7, ყველაზე უნივერსალური, სასარგებლო და შემადგენლობით ყველაზე ძვირფასი მცენარეული ზეთი.

მცენარეული ზეთის თვისებები
ქოქოსის ზეთი


  1. აქტიურად აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის მავნე ბაქტერიებს ანტიბიოტიკებთან შეგუებაში;
  2. არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას, ხელს გიწყობთ გახდომაში, გეხმარებათ კანქვეშა ცხიმის ენერგიად გარდაქმნაში;
  3. ლაურინის მჟავა ამ ზეთის შემადგენლობაში გეხმარებათ ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში, რაც ამცირებს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების რისკს;
  4. ეს ზეთი შეიცავს დაახლოებით 10 სხვადასხვა ცხიმოვან მჟავას წყალბადური ჯაჭვის საშუალო სიგრძით. თითოეული მათგანი არამხოლოდ საკვები ნივთიერებაა, არამედ აუმჯობესებს ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას სხვა პროდუქტებისგან;
  5. ანტიოქსიდანტების წყაროა სიმსივნესთან საბრძოლველად;
  6. შეუცვლელი საშუალებაა თმისცვენის წინააღმდეგ, კანის დატენიანებისა და კვებისთვის, ფრჩხილების მსხვრევადობის წინააღმდეგ. ქოქოსის ზეთის ნიღაბი თმას მოცულობასა და ძალას მიანიჭებს, კანს კი გამოკვებას, გააგლუვებს და ხელს შეუშლის აქერცვლას;
  7. უნიკალური თვისება: თერმული დამუშავების დროს არ გამოყოფს არც ერთ კანცეროგენს.
კაკაოს ზეთი


  1. ბალანსირებული პროდუქტი, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აქვს მთელ ორგანიზმზე. ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ებრზვის ალერგიულ რეაქციებს(პოლიფენოლების წყალობით, რომლებიც ამცირებს იმუნოგლობულინის IgE გამოყოფას);
  2. ზრდის სისხლძარღვის კედლების ელასტიურობას, ხელს უშლის თრომბების გაჩენას, ეფექტურად წმენდს სისხლს: ასე მუშაობს ოლეინის მჟავა ამ ზეთში;
  3. 1 ჩ.კ. კაკაოს ზეთი ძილის წინ განავლის ყოველგვარ პრობლემას მოაგვარებს;
  4. კანზე დატანებისას ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ვიტამინ Е და F-ის მაღალი შემცველობა ამ ზეთს ეფექტურ საშუალებად აქცევს ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
სეზამის ზეთი


  1. ვიტამინები Е, А, D, B1, B2, B3, С, მინერალები(კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, მარგანეცი, სილიკონი, რკინა, სპილენძი, ნიკელი.._, შეუცვლელი ამინომჟავები და სხვა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - აი, რითაა მდიდარი სეზამის ზეთი. მხოლოდ 1 ჩ.კ. შეიცავს კალციუმის დღიურ ნორმას;
  2. თითქმის თანაბარი ოდენობით შეიცავს ომეგა-6ს და ომეგა-3ს, შეუცვლელი მჟვებია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემებისთვის;
  3. ანეიტრალებს სხვადასხვა ტოქსინის, კანცეროგენის, რადიონუკლიდებისა და მძიმე მეტალების მარილების გავლენას;
  4. ანტიოქსიდანტი სკვალენი სეზამის ზეთში აუცილებელია სასქესო ჰორმონების ნორმალური გამომუშავებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის: მყარი ერექცია, ნაყოფიერი სპერმატოგენეზი, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება გარანტირებულია;
  5. სეზამის ზეთი აუცილებელია მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება. პროდუქტი ამშვიდებს ლორწოვანი კედლის გაღიზიანებას, მოქმედებს როგორც ჭრილობების შემხორცებელი საშუალება;
  6. ეხმარება ტვინის ცხოველქმედებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობასა და დეპრესიას;
  7. მძლავრი გამაახალგაზრდავებელი საშუალება: აახლებს ეპიდერმისის უჯრედებს, ასტიმულირებს მათში ჟანგბადის მიმოცვლას, ღრმად კვებავს კანს, გაშორებთ გამონაყარს, ანთებასა და აქერცვლას. მოქმედებს როგორც ნატურალური, მზისგან დამცავი საშუალება.
ზეითუნის ზეთი


  1. შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოველქმედებისთვის. ლინოლის მჟავა გამოდევნის ქოლესტერინს ორგანიზმიდან, ამიტომ ზეითუნის ზეთი იდეალური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
  2. ამ პროდუქტის საკვებად მოხმარებით, ასევე, კოსმეტიკური მიზნებით გამოყენებით, თქვენ კომპლექსურად გაიახალგაზრდავებთ ორგანიზმს. სეითუნის ზეთი ხომ ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით;
  3. ოლეოკანტალის ნაერთები პროდუქტის შემადგენლობაში ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულებისა და შრამების შეხორცებას. ეფექტურად ატენიანებს კანს, აგლუვებს ნაოჭებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუთუთოების მონაკვეთზეც;
  4. აუმჯობესებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ცხოველქმედებას: კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და ნაწლავების ფუნქციონირებას. აქვს ნაღველმდენი თვისება, მოქმედებს, როგორც კუჭის ამშლელი. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ მოიხმაროთ ნაღვლის ბუშტის მოცილების ოპერაციის შემდეგაც.
გოგრის თესლის ზეთი


  1. კუჭის წყლული, გასტრიტი, კოლიტი, ჰეპატიტი - ეს მხოლოდ რამდენიმე დაავადებაა მათ შორის, რომელთა განკურნებაც ამ ზეთს შეუძლია;
  2. როგორც სეზამის ზეთი, ესეც ეფექტურად აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, მოქმედებს პროფილაქტიკის სახით ინფარქტისა და ინსულტის წინააღმდეგ;
  3. პროდუქტი სასარგებლოა მამაკაცებისთვის პროსტატიტის და ერექტილური დისფუნქციის დროს, ქალბატონებს ეხმარება საშვილოსნოს ყელის ეროზიის განკურნებაში. ორივე შემთხვევაში არეგულირებს ჰორმონალურ ფონს;
  4. 2 ჩ.კ. ზეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე - ასეთი დოზა რეკომენდებულია ზრდასრული ადამიანისთვის ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და პარაზიტების მოსაშორებლად;
  5. ალერგიული რინიტის შეტევის მოსახსნელად, ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-3 წვეთი გოგრის თესლის ზეთი;
  6. ფრთხილად იყავით გოგრის თესლის ზეთთან ისინი, ვისაც მწვავე პანკრეატიტი ან ქოლეცისტიტი გქონდათ ან გაქვთ, ან დაგისვეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი;
  7. გოგრის თესლის ზეთის შეზელა რეკომენდებულია ჩამოწელილ, ნელი ტურგორის მქონე კანზე, რათა დაუბრუნოთ მას სიმკვრივე.
ნეგოს ზეთი


  1. დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა მიმოცვლაზე, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს თრომბის გაჩენის რისკს;
  2. ვიტამინური შემადგენლობით, პრაქტიკულად, არ ჩამორჩება ზეითუნის ზეთს და გაცილებით იაფიც ღირს. ზოგ ქვეყანაში მას ჩრდილოეთის ზეთსაც უწოდებენ;
  3. დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის შეუცვლელ მჟავებს - ომეგა-3-6ს;
  4. ზეთს იდეალურად აითვისებს ორგანიზმი, ამიტომ რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების მქონე ან დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის;
  5. ბოლო სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ ნეგოს ზეთი ხელს უშლის მკერდის კიბოს: შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონის, ესტრადიოლის ანალოგს, რომლის უკმარისობაც იწვევს რეპროდუქციული სისტემის დარღვევებს;
  6. ნეგოს ზეთი არ უნდა იყოს ჰიდროგენირებული, იგი ცივ ადგილას უნდა შეინახოთ. არ შეიძლება მისი გამოყენება შესაწვავად(გათბობიბას შესაძლოა მავნე ნივთიერებების გამოყოფა), მოიხმარეთ იგი უმად.
სიმინდის ზეთი


  1. ამერიკაში ამ ზეთს "დასავლეთის ოქროს" უწოდებენ მისი ფასდაუდებელი თვისებებისა და მდიდარი შემადგენლობის გამო. უხდება სალათებსაც და გამოიყენება შესაწვავად;
  2. E ვიტამინი სიმინდის ზეთში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ზეითუნისა და მზესუმზირისაში! ამიტომ იგი დადებითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, ხსნის კუნთების სისუსტესა და დაღლილობას;
  3. ეს სამკურნლო პროდუქტი იცავს უჯრედებს მუტაციისგან;
  4. გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, В1, В2, РР, К3 ვიტამინები აძლიერებს ნერვებს;
  5. ლეციტინის მაღალი შემცველობა სიმინდის ზეთს აქცევს კოსმეტიკურ საშუალებად, მასზე ამზადებენ საბავშვო კრემებსაც, რომლებიც არ იწვევს ალერგიას. ზეთით შეგიძლიათ დაიმუშავოთ დამწვრობები, ჭრილობები, წვრილი ნახეთქები ტუჩებსა და ქუსლებზე;
  6. თვის განმავლობაში შეიზილეთ სიმინდის ზეთი თავის კანზე - შედეგი გაგაოცებთ: სქელი, ძლიერი და ბზინვარე თმა გარანტირებული გაქვთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.