"რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს სისხლძარღვების გასაწმენდად, რომელიც სერიოზული პრობლემის გაჩენას შეაფერხებს და მეორე ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ!
პროდუქტები სისხლძარღვებისთვის
1. ქერი
მასში შემავალი დიდი რაოდენობით ბეტა გლუკანი, რომელსაც ქოლესტერინის დამწევი ეფექტური თვისება აქვს, პროვიტამინი A, B ჯგუფის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, ქერს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ პროდუქტად ქმნის. ახალგაზრდა ქერის ექსტრაქტი სისხლძარღვებს თრომბების წარმოქმნიდან იცავს.
2. სელის თესლი
სელის თესლის ნაყენს წარმოუდგენელი მოქმედება აქვს. ის სისხლძარღვებს კარგად ასუფთავებს, ამასთან ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს. სელის თესლი ასევე ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3-ით და უჯრედისით არის მდიდარი. ლიგნანთა მაღალი შემცველობა კი ქალებში ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს.
3. ზეითუნის ზეთი
ოლეინის მჟავა, რომლითაც ზეითუნის ზეთი მდიდარია, ნაწლავებში კარგად შეიწოვება, მეტაბოლიზმის პროცესს არეგულირებს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს. ომეგა 9 ცხიმოვანი მჟავა არტერიულ წნევას ამცირებს, სიმსუქნეს და შაქრიან დიაბეტს ებრძვის და ასევე სისხლში ცუდ ქოლესტერინს ამცირებს.
4. კაკალი
კაკალი დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ხოლო ნუში სისხლის მოძრაობას ხელს უწყობს და კედლებს ნაადრევი დაბერებისგან იცავს.
5. ცხიმიანი თევზი
თევზი გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც თევზი შეიცავს, ათეროსკლეროზს და მის სასიკვდილო შედეგს ებრძვის. თევზის რეგულარული მიღება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება შეუძლია, ასევე თრომბოზის რისკს ამცირებს და სისხლის წნევას არეგულირებს. ასე რომ, რატომ არ უნდა მივიღოთ თევზი ყოველდღე?
6. პარკოსანი
პარკოსნები ამინომჟავებით და დიდი რაოდენობით ცილებით არის მდიდარი. პარკოსანი ბევრ ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, პარკოსანის უჯრედისი კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს.
ამ პროდუქტს ნაღვლმდენი თვისება აქვს, ქოლესტერინი ეფექტურად გამოაქვს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. სხვათა შორის, ლობიოს კალორიები სასაცილოა: 100 გრ მხოლოდ 57 კკალ-ს შეიცავს, ხოლო მისი სასარგებლო თვისებები - შეუფასებელია.
7. ავოკადო
ეს ზეთოვანი ხილი თქვენი გულისა და სისხლძარღვების საუკეთესო მეგობარია! ავოკადო მასში შემავალი დიდი რაოდენობით გაუჯერებელი ცხიმებით შეუცვლელი პროდუქტია, რომელსაც სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება ადვილად შეუძლია და ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადების თავიდან აცილება.
ეს მწვანე, რბილი ნაყოფი უჯრედისი, E, B6, C ვიტამინებით, სპილენძით, ფოლიუმის მჟავით და ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3-ით არის მდიდარი. ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელსაც დაბერების შეფერხება შეუძლია. ავოკადოს კვირაში ერთხელ მიღებით თქვენი ორგანიზმი წარმოუდგენლად შეიცვლება.
8. შავი შოკოლადი
დიახ, სწორედ შოკოლადს შეუძლია თქვენი სისხლძარღვები სერიოზული დაავადებისგან დაიცვას! ეთეროვანი ზეთი, რომელიც მის შემადგენლობაში შედის სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მწარე შოკოლადის რეგულარული მიღება თრომბოციტების მუშაობას არეგულირებს და სისხლძარღვების ჩაკეტვას ხელს უშლის.
ხოლო შოკოლადის უნარი აამაღლოს განწყობა, შეუფასებელია! მაგნიუმი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, გვიცავს დეპრესიისგან, ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და იმუნიტეტს აძლიერებს.
თქვენ რომელ ხალხურ საშუალებას იყენებთ სისხლძარღვების გასაწმენდად? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ სტატიის ქვეშ კომენტარებში.