"ვეფხვის ბალზამი"
- მწერის ნაკბენებისგან
ცოტაოდენი ბალზამი მოხსნის სიწითლეს, ტკივილსა და ქავილს, რომლებიც მწერის ნაკბენმა გამოიწვია. ბალზამი, ასევე, გამოიყენება რეპელენტის სახითაც - მწერების დასაფრთხობად. - სახსრების ტკივილის დროს
მძიმე ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ადამიანები განიცდიან ძლიერ ტკივილს სახსრებში. გამახურებელი ეფექტის წყალობით, "ვეფხვის ბალზამის" შეზელა მოგიხსნით ანთებას უმოკლეს ვადაში. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურის შემდეგ შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. პროცედურა გაიმეორეთ დღეში ოთხჯერ. - კანზე საღებავის ნარჩენების მოსაშორებლად
ცოტამ თუ იცის, რომ ამ საშუალებით ამოიყვანთ საღებავს კანიდან. ახლა სკიპიდარი აღარ დაგჭირდებათ. - სურდოსა და ყელის ტკივილის დროს
გაციებისა და გრიპის პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე წაისვით ბალზამი ცხვირის ფრთებზე, წარბებს შორის და კისერზე. ასევე, ღამით გაიკეთეთ მკერდზე ბადე ამ ბალზამით. - თავის ტკივილის დროს
წაისვით ბალზამი შუბლისა და საფეთქლების არეში, შემდეგ წამოწექით 30 წუთით და ეცადეთ, მოდუნდეთ. - სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს