ბირკავას სხვადასხვა ნაწილებიდან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება თავის, სახის და სხეულის კანის პრობლემების დროს.
ბირკავას ძირების ნახარშის და მცენარეული ზეთის ბალზამი
ინგრედიენტები:
- ბირკავას ძირები - 100 გრ
- მცენარეული ზეთი - 250 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 20 სთ-ით, შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვადუღოთ 15-20 წთ, გავწუროთ და გავაციოთ.
წავისვათ ბალზამი ბამბის ტამპონით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გავიჩეროთ 15 წთ და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას ზეთის და კონიაკის მკვებავი ბალზამი
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 20 მლ
- აფთიაქის გვირილას ყვავილი - 10 გრ
- გულყვითელას ყვავილი - 10 გრ
- კვერცხი - 1 ცალი
- კონიაკი - 40 მლ
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
გვირილას და გულყვითელას ყვავილებს დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ 10 წთ, შემდეგ გავწუროთ. ავთქვიფოთ კვერცხი კონიაკთან ერთად და დავუმატოთ მომზადებულ ნახარშს, კარგად ავურიოთ.
დავიდოთ ბალზამი თავზე 20 წთ - ით, ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და დავიბანოთ შამპუნით. პროცედურა გავიკეთოთ კვირაში ერთხელ.
მკურნალობის კურსი - 1 თვე.