45 გრამის დასამზადებლად საჭიროა:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ნიმის ზეთი
- 2 ს/კ ქოქოსის ზეთი (მყარი ფორმის)
- 3 წვეთი სალბის ეთერზეთი
- 3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
მომზადების წესი:
ოდნავ შეათბეთ ნიმისა და ქოქოსის ზეთები ორთქლის აბაზანაზე, რომ გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
დაამატეთ ყველა ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
ჩაასხით სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად 1-2 საათით. გამოიყენეთ მაშინვე ან დაახურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია 3 თვემდე.
გამოყენების წესი:
შეიზილეთ თავის კანში კვირაში ერთხელ. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ თბილი წყალი.