ექიმები გამოყოფენ ძუძუს კისტის წარმოქმნის რამდენიმე შესაძლო მიზეზს: ჰორმონალურ დარღვევებს, ტრავმას ან ქირურგიულ ოპერაციას ჯირკვალთან ახლოს, მასტოპათიას, სტრესს. რისკ-ჯგუფში ხვდებიან ქალბატონები, რომლებსაც შვილი 30 წლამდე არ გაუჩენიათ.
კისტის გარდაქმნა ავთვისებიან სიმსივნედ ნაკლებად სარწმუნოა, თუმცა მასტოპათიისა და ჰორმონალური არასტაბილურობის ფონზე, სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი იზრდება. კისტა, თავის მხრივ, საშიში არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არაა საჭირო.
როგორ ვუმკურნალოთ კისტას
კისტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მამოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. მრავალრიცხოვანი წვრილი და ერთეული 15 მმ-მდე ზომის კისტა, როგორც წესი, კონსერვატიული საშუალებებით იკურნება, გაწოვის, ანთების საწინააღმდეგო, ჰორმონალური პრეპარატებისა და ვიტამინური დანამატების დანიშნვით. ასევე, ამ სიტუაციებში დაგეხმარებათ ხალხური მედიცინაც.
სამკურნალო სასმელი მზადდება 100 მლ ალოეს წვენისა და 100 მლ სტაფილოს წვენისგან და მას შეუძლია გამოიწვიოს კისტის გაწოვა. შეურიეთ ეს ორი კომპონენტი, მიღებული სითხე კი გაანაწილეთ 3 ულუფად. მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გისურვებთ გამოჯანმრთელებას!