რჩევები, როდესაც არ არის კვალიფიციური დახმარების საშუალება
- მტკივნეულ მკერდზე იდებენ სპირტში დასველებულ ქსოვილს. როდესაც საფენი შრება, კვლავ ასეველებენ.
- ბავშვს არ აწოვებენ მტკივნეულ ძუძუს, რძეს კი იწველიან და ღვრიან. გამოწველის წინ მკერდს იწმენდენ არყით, შემდეგ კი იდებენ სპირტიან კომპრესს.
- ძუძუს თავებზე ნაპრალები რომ არ წარმოიშვას, საჭიროა წოვების შემდეგ ძუძუს თავები შეშრეს ჰაერზე. ბავშვის ნერწყვი არის მკურნალი.
მასტიტის მკურნალობა - გამაგრებულ მკერდზე იდებენ კომბოსტოს ფოთოლს ან თაფლიან შემწვარ ხახვს.
- მრავალძარღვას თესლებს ფქვავენ და ასველებენ წყლით. ისვამენ გამაგრებულ მკერდზე.
- იღებენ 50 გრამ მანდარინის ქერქსა და 10 გრამ ძირტკბილას ძირებს, ყოფენ 2 ნაწილად და ადუღებენ წყალში. ღებულობენ დღეში ორჯერ.
- აიღეთ ერთი სადილის კოვზი დანაყილი იაპონური სოფორას ნაყოფი და დაასხით 0,5 ლიტრი არაყი. დააყენეთ თბილ ადგილას 10 დღე-ღამე. დღეში ერთხელ შენაჯღრიეთ, გაწმინდეთ ნაყენით ნახეთქები.
- აიღეთ ვაშლის ახლადგახეხილი ფაფა, შეურიეთ კარაქთან. წაისვით ნახეთქებზე, შემდეგ დაიდეთ სახვევი.
- ნახევარ ჭიქა ძიძოს გამხმარ ბალახს დაასხით ცხელი წყალი, დააყენეთ 10 წუთი. ნაყენით დაასველეთ პირსახოცი, შეიხვიეთ მკერდი. ზემოდან დაიფინეთ მსუბუქი შალი. ორი საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. ყოველ ორ საათში ცვალეთ კომპრესები და გამაგრებულ ადგილებზე წაისვით პროპოლისის მალამო.