» » » თირეოტოქსიკური ადენომის მკურნალობა ეფექტური საშუალებებით

თირეოტოქსიკური ადენომის მკურნალობა ეფექტური საშუალებებით

ფარისებრი ჯირკვლის თიროქსინული ადენომა ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების თანაბარი მომატებით, რის დროსაც სისხლში თირეოიდული ჰორმონების შემცველობა მატულობს.
ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, როგორც წესი, ცალკეულ წარმონაქმნებს წარმოადგენს, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. შემთხვევათა უმრავლესობაში, ჯირკვლის ადენომა ასაკოვან ქალებში გვხვდება. თირეოტოქსიკური ადენომა სიდიდით დიდი არაა (არაუმეტეს 3 სმ ).
თირეოტოქსიკური ადენომა ვითარდება არატოქსიკური კვანძის ქსოვილისგან, ანუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ბიძგს აძლევს ტოქსიკური ადენომის განვითარებას.
ტოქსიკური ადენომის სიმპტომები წააგავს დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სიმპტომებს. დაწყებით სტადიაში აღინიშნება შემდეგი ნიშნები:

  • პროგრესული სიგამხდრე, რომელიც არ არის დაკავშირებული ცხოვრების წესის ან კვების რეჟიმის შეცვლასთან;
  • მოდუნება და ადვილად დაღლა;
  • ოფლიანობა;
  • უძილობა;
  • გაშირებული გულისცემა მოსვენებულ მდგომარებაშიც კი;
  • მოგვიანებით ვლინდება: არტერიული წნევის მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა, გაღიზიანებადობა, ნამიანი კანი, თბილი კიდურები. დაავადების არსებობას ადასტურებს ფარისებრი ჯირკვლის პალპაცია - ჯირკვლის ერთ-ერთი წილი შესამჩნევად გადიდებულია და კვანძოვანია.

თირეოტოქსიკური ადენომა - ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი გადაზრდა ავთვისებიან სიმსივნეში ძალიან იშვიათად ხდება.
ტოქსიკური ადენომა შეიძლება იყოს კომპენსირებული და დეკომპენსირებული. პირველ შემთხვევაში ჯირკვლის ქსოვილი ნორმალურად ფუნქციონირებს. მეორე შემთხვევაში ავადმყოფს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის აშკარა ნიშნები.

ხალხური საშუალებები
აღნიშნული დაავადების მკურნალობის მიზნით რეკომენდებულია პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას.

კუნელის ნაყენი
2 ს/კ კუნელის ყვავილს დავასხათ 500 მლ 70%-იანი სპირტი, დავაყენოთ 8 დღე, გავწუროთ. მივიღოთ 20 წვ. ნაყენი, გაზავებული 1 ს/კ თბილ ანადუღარ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ჟუნჟრუკის ბალახების ნაყენი
1 ს/კ ჟუნჟრუკის ბალახს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1-2 სთ-ით, გავწუროთ. მივიღოთ 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.