» » » მცენარეებით მკურნალობა და კვება კვერცხსავალის კისტოზის დროს

მცენარეებით მკურნალობა და კვება კვერცხსავალის კისტოზის დროს

კვერცხსავალის კისტა სითხით სავსე პარკია (ჯიბეა), რომელიც ან კვერცხსავალში ან მის ახლოს ვითარდება. კისტა ხშირად აწვება შარდის ბუშტს და ახდენს გავლენას ჰორმონალურ დონეზე. კისტა შეიძლება წარმოიქმნას და არსებობდეს თვეების ან რამდენიმე კვირის მანძილზე, შემდეგ გაქრეს.

სიმპტომები:
  • ქვედა მუცლის შებერვა;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ზეწოლა შარდის ბუშტზე, რომელიც ხშირ შარდვას და ცისტიტის სიმპტომებს იწვევს.
  • თუ პოლისტოზი კვერცხის ფუნქციაზე მოქმედებს, შემდეგი სიმპტომები ვითარდება;
  • არარეგულარული მენსტრუაცია ან ამენორეა და უნაყოფობა;
  • სხეულის ძლიერი თმიანობა, რომელის ჰორმონების დონის დარღვევაზე მიუთითებს;
  • კვერცხსავალის გამოკვლევის დროს ტკივილები.

    ლაპარასკოპია ნათელ დიაგნოზს სვამს. კვერცხსავალის კისტამ შეიძლება ძლიერი, მწვავე ტკივილები გამოიწვიოს მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე გულისრევა და სიცხე. მაშინვე ექიმი გამოიძახეთ. კისტა შეიძლება შებრუნდეს, სისხლდენის ან გასკდომის შემთხვევაში პერიოტნიტი გამოიწვიოს.

    თვითმკურნალობა.
  • პირველ რიგში შხამებისგან განთავისუფლებაა საჭირო, ვინაიდან შხამი კისტების წარმოქმნას უწყობს ხელს, ამიტომ ჭამეთ ხილი და ბოსტნეული, შავი პური, თხილი, ნიგოზი.
  • ერიდეთ ჩაის, ყავას, მზა საჭმელებს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, შაქარს, ცხიმიან და რაფინირებულ საკვებს;
  • დალიეთ ბევრი წმინდა, გაფილტრული წყალი ან მცენარეული ჩაი, რათა შარდის მეშვეობით შხამიანი ნივთიერებები გამოდევნოთ;
  • ივარჯიშეთ, ოფლმომდენი ვარჯიშები აკეთეთ, რომ ტოქსინები კანით გამოყოთ;
  • იზრუნეთ კუჭის მოქმედებაზე დღეში ერთხელ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში იმკურნალეთ.

მცენარეებით მკურნალობა და კვება.
მიიღეთ ყოველდღე ზღვის კომბოსტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციისათვის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს ესტროგენების სიჭარბე, რაც დაკავშირებულია კვერცხსავალში კისტების წარმოქმნასთან.
იხმარეთ მცენარეები ჰორმონების გასაწონასწორებლად; ხეპილპილა აღადგენს ჰორმონების დონეს.

ტკივილების დროს:
ბაბუაწვერას ფესვი აუმჯობესებს ესტროგენების ცვლას; იხმარეთ შვიტა. დაიზილეთ ქვედა მუცელი რბილად ეთერზეთებით ან დაუმატეთ აბაზანაში რამოდენიმე ვარდი, ლავანდი, ხარისვარდა. დამატებით ვიტამინები B და E. ყველაფერი ეს აღადგენს ესტროგენების დონეს და მოაწესრიგებს ცვლას ღვიძლში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.