ერთი გამოყენებისთვის საჭიროა:
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული
- 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი (მყარი ფორმის)
- 3 ს/კ ქოქოსის რძე
მომზადების წესი:- ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით ათქვიფეთ კვერცხის გული და ქოქოსის ზეთი ერთად, სანამ არ აქაფდება.
- დაუმატეთ ქოქოსის რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ჩაასხით ელასტიკურ ბოთლში, რომ მარტივად გამოიყენოთ. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. ინახება 6 კვირამდე.
გამოყენების წესი:
წაისვით თმაზე და შეიზილეთ თავის კანში. დაიტოვეთ 2-5 წუთი და შემდეგ გრილი წყალი გადაივლეთ. გაიშრეთ და დაივარცხნეთ თმა ჩვეულებრივად.
დაიმასაჟეთ თავის კანი - ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით ათქვიფეთ კვერცხის გული და ქოქოსის ზეთი ერთად, სანამ არ აქაფდება.
- ჩაიტარეთ მარტივი პროცედურა - შეიზილეთ კონდიციონერი თმაში და გამოაცოცხლეთ თავის კანი, გაიჯანსაღეთ და გაიმაგრეთ თმა.
- ნაზად დაიმასაჟეთ მთელი თავი ცერებითა და სხვა თითის ბალიშებით ისე, თითქოს შამპუნს ისვამდით.
- ხელში მოიქციეთ მთელი ბღუჯა თმა და ნაზად მოქაჩეთ.
- საფეთქლებზე მიიჭირეთ ხელისგულები და წრიულად დაატრიალეთ.
- იპოვეთ კეფის ძვალი (ძვალი, რომელსაც შეიგრძნობთ თავის უკანა ნაწილში, კისერთან). დაიდეთ მარცხენა ცერა თითი მარცხენა არეში და მარჯვენა ცერა თითი -მარჯვენა არეში. დაიზილეთ ეს ადგილები კარგად, სანამ კუნთები არ მოეშვება.
კვერცხის გული
საკვები ნივთიერებებით მდიდარი კვერცხი შეიცავს ცილას, ვიტამინებს და მინერალებს. ის არაჩვეულებრივია აკნესა და მშრალი, აქერცლილი კანის სამკურნალოდ.