» » » მშრალი, თხელი და მტვრევადი თმის მოვლა მარტივი და ეფექტური საშუალებებით

მშრალი, თხელი და მტვრევადი თმის მოვლა მარტივი და ეფექტური საშუალებებით

ლამაზი თმისთვის აუცილებელია კარგი კვება. იზრუნეთ, რომ თქვენი საკვები მდიდარი იყოს A და B ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, როგორიცაა კალციუმი, რკინა, იოდი, თუთია, კაჟმიწა, აგრეთვე პროტეინით და ცხიმოვანი მჟავებით. ძალზე მნიშვნელოვანია შამპუნი, მათი უმეტესობა შეიცავს ალკალურ სუბსტანციებს, რომლებიც კანს და თმას ბუნებრივ ცხიმებს აცლის.

მშრალი თმისათვის:
ლაშქარას ფოთლები და ფესვები, აგრეთვე ტუხტი შეიცავენ ლორწოს, რომელიც მტვრევდ თმას ამაგრებს, გაღიზიანებულ თავის კანს აწყნარებს და კურნავს. თმას შველის აგრეთვე ჭინჭარი, ოროვანდი და სალბი. როზმარინის ზეთის წასმა დაბანის წინ მუქი ფერის თმას ბზინვარებას მატებს.

თმის ზეთი როზმარინით:
  • 2 სუფრის კოვზი (30 მლ) როზმრინის ნაყენი;
  • 6 სუფრის კოვზი (90 მლ) ნუშის ზეთი;
  • 30 წვეთი ლავანდის ზეთი.

ცხიმიანი თმისათვის:
თმის ჭარბი ცხიმი ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქციითაა გამოწვეული. იზრუნეთ მის კვებაზე და ნაკლები ცხიმები და ცხოველური ცხიმები მიიღეთ. ცხიმიანი კანის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, სტრესი და დაღლილობა. ლუდის საფუარი და ფუკუსი აჯანმრთელებს თმას. შამპუნს დაუმატეთ ბარამბოს, ფარსმანდუკის, გულყვითელას, შვიტას, ლავანდის, პიტნის, როზმარინის ნაყენი. ამ მცენარეებიდან ერთერთის ნაყენი ან ლიმონის წვენი შეიძლება გადასავლებად იხმაროთ. ცხიმიანი კანისთვის 50 გრამ შამპუნს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.
იმ დღეს, როცა თავს არ იბანთ შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ნაყენი შეივარცხნოთ. კერძოდ: როზმარინი, გულყვითელა, სალბი, შვიტა, ოხრახუში.
ქერა თმის ფერის გასაუმჯობესებლად და ბზინვარების მისანიჭებლად გვირილა, ფარსმანდუკი, გულყვითელა, ქერიფქლა იხმარეთ.

ჭაღარა თმისთვის:
როზმარინი, შავი ჩაი.

მუქი ფერის თმის ტონალობისა და ბზინვარებისთვის:
როზმარინი, ჭინჭარი, შავი ჩაი, სალბი, ჟოლოს ფოთლები, დიდგულას ნაყოფი.

თხელი თმის მოვლა:
თავის კანის სისხლით მომარაგებისა და ნერვული აქტივობისთვის სავალდებულოა რეგულარულად დავარცხნა და მასაჟი. რეგულარული მასაჟისთვის იხმარეთ როზმარინის 2 წვეთი ეთერზეთი 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში, ან ჭინჭრის, ოხრახუშის, მიხაკის, კოჭას, ბეგქონდარას ნაყენი.
მოძრაობა, სიმშვიდე, პერიოდულად მოდუნება, კარგი კვება. B ვიტამინის კომპლექსი პანტოტენის მჟავა, ლუდის საფუარი, იოდის შემცველი მცენარეები ზრდის თმას. ალერგიამ შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს.

მშრალი და მტვრევადი თმის მოვლა:
ასეთი თმისთვის გამოიყენეთ ნუშის, ქოქოსის, ზეთისხილის ან აბუსალათინის ზეთი - შეიზილეთ და რამდენიმე საათი ან მთელი ღამე გააჩერეთ. შამპუნით ჩამობანის შემდეგ ცოტა ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი გადაივლეთ ბუნებრივი PH მაჩვენებლის აღსადგენად. ივარცხნეთ ხშირად სხვადასხვა მიმართულებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.