მიკრო- და მაკროელემენტებს შეიცავს.
ბევრი უკვე დიდი ხანია, ფუკუსს ბიოდანამატის სახით იღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მშრალი წყალმცენარეების მიღება წლის ცივ სეზონზეა, როცა ორგანიზმი ყველაზე მეტად განიცდის ვიტამინების დეფიციტს.
ფუკუსის წყალმცენარეები
ცოტამ თუ იცის, რომ ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა გახდომისთის. ხშირად, ცხიმოვანი ფენები წარმოიქმნება ნივთიერებათა არასწორი მიმოცვლის გამო. ფუკუსს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად დაჩქარებით.
წყალმცენარეები დიდი რაოდენობით ალგინატებს - ნატურალურ პოლისაქარიდებს შეიცავს. ისინი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, არეგულირებს ქოლესტერინის დონესა და მარილ-წყლის ბალანსს.
უნდა აღინიშნოს, რომ კუჭში მოხვედრისას ალგინატებს მძლავრად გასიების თვისება აქვს, ამიტომ მათ, ვისაც გახდომა ფუკუსის გამოყენებით სურთ, მოუწევთ დღეში 3 ლიტრამდე წყალი დალიონ.
ჭარბი წონის მოსაშორებლად უნდა მიიღოთ გადანაყული წყალმცენარეები 1 ჩ.კ. ოდენობით დღეში სამჯერ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ასევე, ფუკუსის მოხმარება შეგიძლიათ სანელებლის სახით საყვარელ კერძებში.
ფუკუსს საკმაოდ სპეციფიკური სუნი და გემო აქვს, ამიტომ საკვებში მას დიდი რაოდენობით ნუ გამოიყენებთ.
ამ სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ფუკუსი უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან ამ პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა აწუხებთ.