- სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებასა და კბილების სტრუქტურას.
დედამ, რომელიც ძუძუთი კვებავს ბავშვს, რძის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უნდა მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სტაფილოს წვენი ყოველდღიურად. - ნედლი სტაფილოს წვენი წარმოადგენს ბუნებრივ გამხსნელს წყლულოვანი დაავადებებისა და კიბოს წარმონაქმნის დროს. ის ზრდის წინააღმდეგობის ინფექციის მიმართ, ძალიან ეფექტურად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალთან ერთად, ამაღლებს თავის ქალის სახის ნაწილის წიაღისა და ჯირკვლების ფუნქციონალურ წინააღმდეგობრიობას ( ასევე ორგანიზმის სასუნთქი სისტემის). სტაფილოს წვენი იცავს ნერვულ სისტემას და ტოლი არა ჰყავს ენერგიისა და ძალების აღდგენასა და ამაღლებაში.
- მშრალი კანის, დერმატიტებისა და სხვა კანის დაავადებების გამომწვევი მიზეზები ხშირად იმ კვების ელემენტების უკმარისობაა ორგანიზმში, რომლებსაც სტაფილო შეიცავს. მსოფლიოს მედიკოსთა რეკომენდაციაა ყოველდღიურად ჭამოთ სტაფილო ან უკეთესია, უზმოზე სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დალიოთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტისა და თვალების სწრაფად დაღლის დროს. სტაფილოს ერთ-ერთი სამკურნალო თვისება ისაა, რომ ამაგრებს თვალის ბადურას.
- როგორც წყლულებისა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, სტაფილოს წვენს მეცნიერები ჩვენი საუკუნის სასწაულს უწოდებენ. ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევებით, სტაფილო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც კიბოს უჯრედების განვითარებას ერთი მესამედით აბრკოლებს. ხოლო სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც მეტად საჭიროა ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობისათვის. ის უძლიერესი ანტიმჟანგავია და ორგანიზმს დაბერებისა და გადაღლისგან იცავს.
- სტაფილოს წვენი რეკომენდებულია ცისტიტის, კუჭში შეკრულობის, ბუასილისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. რიგი მონაცემებით, სტაფილოს წვენს აქვს სპაზმოლიტური, ქვების დამშლელი თვისებები. მას იყენებენ პიელონეფრიტის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს. იგი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ციკლის სტაბილიზაციასა და მენსტრუაციის აღდგენაზე ეფექტურად ზემოქმედებს. სტაფილოს წვენი მეტად სასარგებლოა აგრეთვე მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილებისა და თმის მტვრევა აწუხებს.
- ღრძილების გასამაგრებლად მეტად სასარგებლოა სტაფილოს ღრღნა, ხოლო სტომატიტის დროს - პირის ღრუში სტაფილოს წვენის გამოვლება.
თუმცა, აუცილებელია, რომ ის მომზადებულ იქნას სწორად, წესების სრული დაცვით (ბოლომდე უნდა გამოთავისუფლდეს უჯრედისისგან). ასევე ყოველნაირი საკვები, რომელიც შეიცავს კონცენტრირებულ შაქარს, სახამებელს და ნებისმიერი მარცვლოვანებისა თუ ბურღულეულის ფქვილს, მთლიანად გამოვრიცხოთ კვების რაციონიდან.
შენიშვნა: ნაწავების ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების პერიოდში უმი სტაფილოს გამოყენება რეკომენდებული არ არის!