დიეტოლოგები ბადრიჯანს უმაღლეს შეფასებას აძლევენ. ბადრიჯნის ხშირი მოხმარება სამკურნალო ეფექტს იძლევა, ვინაიდან მას აქვს თვისება სისხლში შეამციროს ქოლესტერინის რაოდენობა, აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ათეროსკლეროზის და ღვიძლის დაავადების განვითარებას.
ბადრიჯანი ნაკლებადკალორიულია, მას ურჩევენ ხანშიშესულ ადამიანებს და მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ბადრიჯანი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ხელს უწყობს წყლის ცვლას ორგანიზმში. ამას გარდა მას აქვს მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი დაგროვებისგან, აძლიერებს ინსულინის თვისებას, შეამციროს სისხლში შაქრის შემცვლელობა, ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს.
ბადრიჯანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ნატრიუმს. ამის გამო იგი ეფექტურია, როგორც ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაც.
ბოლო დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბადრიჯნის კიდევ ერთი უნიკალური თვისება. თურმე ბადრიჯნის ხშირი მოხმარება დადებითად მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე, არეგულირებს წყალმარილოვან ბალანს, ახასიათებს ანტისიმსივნური მოქმედება, ორგანიზმიდან გამოდევნის რადიონუკლიდებს, ამიტომ მისი მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიოაქტიურ ზონებში.
- ბადრიჯნის ახალგამოწურული წვენი ეფექტურია ასევე ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. მოთუთქეთ კანგაცლილი ბადრიჯანი და რბილობი დაიდეთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ბადრიჯნის ნიღბის გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ სასურველი შედეგის მიღებამდე.