გახდომა ზარმაცებისთვის
მოუწესრიგებელმა კვებამ შედეგი გამოიღო - ქოლეცისტიტი გამწვავდა და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებიც დაემატა. ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ: "გახდომა თუ გინდა, ისაუზმე!" - ასე დაიწყო ჩემი ზარმაცი გასახდომი დიეტა, რომელშიც საუზმე მთავარი წესია.
ბევრი ფიქრობს, რომ რაციონიდან კონკრეტული პროდუქტების ამოღებით გახდომა შესაძლებელია. ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ საუბარია მავნე საკვებზე: ჩიფსებზე, ტკბილეულსა და გაზიან სასმელებზე. თუმცა, ხდება ისეც, რომ იკვებები ნორმალურად, მცირე ულუფებით, წონა და ზომები კი არ იცვლება.
საქმე მეტაბოლიზმის დარღევასთან გვაქვს. ორგანიზმი ვერ იღებს საკვებიდან საკმარისი ოდენობის საჭირო ნივთიერებებს და მუდმივად აგროვებს მარაგს. შედეგად, გახდომა არ გამოგვდის. კვებაში მკვეთრი შეზღუდვები კი წონაში მატებასაც კი იწვევს. კარგი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანებს ჭარბი წონა არ აწუხებთ და, პირიქით, მათ, ვისაც ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, კალორიებს უფრო ნელა წვავენ. ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების სიჩქარე თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურია.
საჭმლის მონელება ძალიან დელიკატური პროცესია. არსებობენ ადამიანები, რომლებშიც კონკრეტული პროდუქტი ფერმენტირების პროცესს იწვევს ნაწლავებში. თუ ამ პროდუქქტებს იღებთ, მუცელი შეშუპებული გექნებათ. პარკოსანი მცენარეები, ახალი ხილი და ბოსტნეული, თხილი, რძე, შაქარი, ყავა.. ამ პროდუქტების სია უსასრულოდ გაგრძელდება, რადგან თითოეულ ადამიანს თავისი თავისებურება აქვს.
საშუალება, რომელზეც დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, უბრალოდ კი არ აჩქარებს მეტაბოლიზმს, არამედ ნორმაში მოჰყავს იგი. ამ სასმლის მიღება საჭიროა ყველასთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. მისი მომზადება ძალიან მარტივია, რადგან სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ნამდვილი გახდომა ზარმაცებისთვის საშინაო პირობებში!
სასმლის მოსამზადებლად მომცრო ჭურჭელში მოათავსეთ 200 მლ წყალი და 1/2 ჩ.კ. დარიჩინი, ადუღეთ 5 წუთით. აცადეთ სასმელს გაგრილება და დალიეთ დილით, უზმოზე, თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ გაწუხებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში - ჭამიდან 30 წუთსი.
სწორედ დარიჩინია ის სანელებელი, რომელიც ასე კარგად მოქმედებს გახდომის პროცესზე. ორგანიზმში მოხვედრისას იგი აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს, ამცირებს მადას და არეგულირებს ინსულინის გამომუშავებას. დარიჩინი არეგულირებს კუჭში მჟავიანობის დონეს, გათავისუფლებთ კოლიკებისა და შებერილობისგან. თამამად დაუმატეთ სანელებელი საყვარელ კერძებში და გახდით შეუმჩნევლად.
შედეგის მისაღწებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი და ხარისხიანი ცეილონის დარიჩინი. იაფფასიანი მაღაზიის დარიჩინი კასიაა - სხვა სახეობის ყავისფერი ხის ქერქი. სუნითა და გარეგნობით ისინი ცოტათი განსხვავდებიან, თუმცა კასია, დარიჩინთან შედარებით, შეიცავს 100-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას - კუმარის, რომელიც თავის ტკივილებს იწვევს.
ამ სახეობების გასარჩევად დააკვირდით წარწერებს შეფუთვაზე: ცეილონის დარიჩინზე იქნება აღნიშნვა Cinnamomum zeylonicum, კასიას კი, ხანდახან, Cinnamomum aromaticum-ის სახელით მოიხსენიებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოიყენეთ დარიჩინი ზომიერად. სანელებელი სასარგებლო იქნება, თუ მას ნორმის მიხედვით მიიღებთ. გახსოვდეთ, ეს სანელებელი არაა რეკომენდებული მაღალი წნევის მატარებლებისთვის, ასევე, დაუშვებელია ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ, გამოიყენეთ გასახდომად ეს მარტივი და შესანიშნავი სასმელი.