კვება ზამთარში
ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო D ვიტამინის 70%-ზე მეტი მზის პირდაპირი სხივების კანზე მოხვედრისას სინთეზირდება კანქვეშ. ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის უკმარისობა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
ხშირი ინფექციები, მუდმივი დაღლილობა, კბილების, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობის გაუარესება - ეს D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომების არასრული ჩამონათვალია. "მზის" ვიტამინი უზრუნველყოფს ნაწლავების მიერ კალციუმის ათვისებას, ვიტამინის უკმარისობა კი იწვევს ძვლებიდან კალციუმის გაცლას და ოსტეოპოროზს.
მზის სხივები, ასევე, მოქმედებს ორგანიზმის მიერ სეროტონინისა(კარგი განწყობის ჰორმონის) და მელატონინის(ძილის ჰორმონის) გამომუშავებაზე. იგი აძლიერებს იმუნიტეტსა და ჩვენს ბუნებრივ რეზისტენტულობას ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ კვების პროდუქტების შესახებ, რომლებიც ზამთრის დღეებში აღადგენს ჰორმონებისა და ვიტამინების უკმარისობას, დაგიცავთ დაავადებებისგან და დაგეხმარებათ ორგანიზმის მიერ მზის სხივების მოთხოვნილების ჩაცხრობაში.
D ვიტამინი
D ვიტამინის დოზის აღმნიშვნელი ერთეულია ME. დიეტოლოგების რეკომენდაციით, დღეში ზრდასრულ ადამიანს 600 ME ესაჭიროება.
ვიტამინ D-ს ამ რაოდენობით მიღება შესაძლებელია საკვებიდან ან მზის ქვეშ 15-20 წუთის გატარებით. უბრალოდ ჩვენი უმრავლესობა დახურულ შენობებში მუშაობს, ზამთარში კი მზიანი დღეები იმდენად ცოტაა..
საბედნიეროდ, ამ ვიტამინის საკვები წყაროები მთელი წლის მანძილზეა ხელმისაწვდომი. D ვიტამინის ყველაზე დიდ რაოდენობას (100გ-ზე) შეიცავს შემდეგი პროდუქტი:
- ქაშაყი - 1676ME-მდე
- ორაგული - 800 ME-მდე.
- სკუმბრია - 405 МЕ-მდე.
- ღვიძლი - 50 МЕ-მდე.
- არაჟანი - 50 МЕ-მდე.
- კარაქი - 35 МЕ-მდე.
- კვერცხის გული - 25 МЕ-მდე.
- ხორცი - 13 МЕ-მდე.
- სიმინდის ზეთი - 9 МЕ-მდე.
მზის სხივები ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში ეხმარება, ამ ჰორმონს, ხშირად, "ბედნიერების" ან "კარგი განწყობის" ჰორმონს უწოდებენ.
მოცემული ჰორმონის წარმოებისთვის საჭირო საკვები წყაროა ტრიფტოფანი, ამ პროცესს კი ხელს უწყობს Bჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი D, რკინა, მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტები, რომელთა მიღებაც შემდეგი პროდუქტისგან შეგვიძლია:
- ყველი - ტრიფტოფანი, ცხიმოვანი მჟავები, A და E ვიტამინები;
- ზღვის პროდუქტი და თევზი - ტრიფტოფანი და ვიტამინი B6;
- კვერცხი - ტრიფტოფანი, ცხიმოვანი მჟავები, A, E, D და B-ჯგუფის ვიტამინები;
- ბროკოლი - А, С, Е, В1, В2, В9, РР ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, სპილენძი, ფოსფორი, ნატრიუმი, მარგანეცი, იოდი, ქრომი, ბორი;
- ქლიავი - ბევრი მაგნიუმი და კალიუმი;
- პარკოსნები - მაგნიუმი, რომელიც მოდუნებასა და დამშვიდებაზე აგებს პასუხს.