» » » 40 წლის შემდეგ ქალებს B12 ვიტამინი ჰაერივით სჭირდებათ. თუ ვიტამინის ნაკლებობის ეს 14 ნიშანი შენიშნეთ, სასწრაფოდ

40 წლის შემდეგ ქალებს B12 ვიტამინი ჰაერივით სჭირდებათ. თუ ვიტამინის ნაკლებობის ეს 14 ნიშანი შენიშნეთ, სასწრაფოდ

ფაქტი: ქალების 4% 40-დან 60 წლის ასაკში B12 ვიტამინის დეფიციტით იტანჯება, ასევე ქალების უმეტესობა სახიფათო ნიშნებს ყურადღებას არ აქცევს. ლამაზი თმა, ჯანსაღი კანი და მდგრადი ნერვული სისტემა გსურთ? სტატიის წაკითხვა ახლავე დაიწყეთ! 



ხშირად ყოველდღიურ არეულობაში ორგანიზმს სიგნალებს ყურს არ ვუგდებთ ან ყველაფერს დაღლილობას და თავის ტკივილს სტრესს ვაბრალებთ, მაგრამ "რჩევების" რედაქციამ ზუსტად იცის, რომ 40 წლის ასაკში ცუდი განწყობის მიზეზი უფრო ღრმა არის. ჩვენ გიამბობთ 14 ნიშანს, რომელიც B12 ვიტამინის დეფიციტზე მიგვანიშნებს. ეს ძალიან სახიფათოა!

სასიკვდილო ანემია

1. თავბრუს ხვევა და კოორდინაციის დაკარგვა

ქალებს, რომლებიც ნევროლოგთან თავბრუს ხვევის ჩივილით მიდიან, B12 ვიტამინის დონე ნორმალურზე დაბალი აქვთ. ციანოკობალამინი მილეინის ნერვულ ბოჭკოზე გავლენას ახდენს, რის გამოც ორგანიზმში მისი უკმარისობა ნერვების შეუქცევად დაზიანებას იწვევს, რომელსაც თან ახლავს არა მხოლოდ თავბრუს ხვევა, არამედ კოორდინაციის ბოლომდე დაკარგვა. 



2. ფრჩხილების პრობლემა და არაჯანსაღი თმა 

თმამ ძველი ბრწყინვალება დაკარგა, თხელი მტვრევადი და იშვიათი გახდა? ფრჩხილები ტყდება და იქერცლება? ყველაფერი ეს B12 ვიტამინის ნაკლებობას ადასტურებს. 



3. კუნთოვანი სისუსტე

ნერვულ სისტემაზე გავლენის მოხდენით ციანოკობალამინი არა მხოლოდ მარტივ ზოგად დაღლილობას იწვევს, არამედ ნამდვილ კუნთოვან სისუსტეს!



4. გართულებული სუნთქვა

​ეს უსიამოვნო ნიშანი - ანემიის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც B12 ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჰემოგლობინის არასაკმარისი რაოდენობა ქსოვილების ჟანგბადის მიწოდებას ართულებს, რითაც ფილტვებზე უფრო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს, რომ ჟანგბადზე ორგანიზმის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ესეც თქვენი გართულებული სუნთქვა. 



5. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

რთულ შემთხვევაში B12 ვიტამინის დეფიციტი მხედველობის ნერვს და ბადურის სისხლძარღვებზე ზეწოლას ახდენს, რაც გაორებას, დაბინდვას, თვალებთან წვრილ ნათებას და მცირე ხნით დაბრმავებას იწვევს. 



6. მუდმივი დაღლილობა

ჰემოგლობინის ნაკლებობა - ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. ჟანგბადის ნაკლებობის გამო კი მუდმივად ძილის სურვილი გიჩნდებათ. 



7. უფერული კანის ზედაპირი

თვალის არანაირი პატჩი არ გიშველით! ჩამუქებების და ფერმიხდილი კანის მოსაშორებლად რეკომენდებულია B12 ვიტამინის ნორმაში მოყვანა. მისი ნაკლებობა სისხლის მიმოქცევის დარღვევას და სისხლის ორგანიზმების დაშლა იწვევს, რის შედეგადაც ბილირუბინის ნაღვლის პიგმენტი გათავისუფლდება, რაც კანს მუქ ელფერს აძლევს. 



8. ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება

B12 დეფიციტის ანემიის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნიშანი. ნერვული ქსოვილების დაზიანება და ჟანგბადის უკმარისობა კიდურების დაბუჟებას იწვევს, ასევე კრუნჩხვებს. მწვავე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად B12 ვიტამინის ნორმაში შენარჩუნება არის რეკომენდებული. 



9. მეხსიერების პრობლემა

ძველი მეგობრის სახელის გახსენება გიჭირთ ან გასაღებს ჩანთის ნაცვლად ავტომატურად მაცივარში დებთ? გილოცავთ, დროა B12 ვიტამინის დონე შეამოწმოთ და მის აღდგენაზე სასწრაფოდ იმუშაოთ. 



10. ენის ფერის შეცვლა

წითელი ლაქირებული ენა - ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. ვიტამინის დეფიციტის გამო ენის სტრუქტურა ცვლილებებს განიცდის, ის ღია წითელი ფერის, თითქოსდა ლაკირებული ხდება. თითქოსდა ეს ცოტა იყოს, უსიამოვნო წვის შეგრძნებები და გემოს რეცეპტორების შეცვლა ჩნდება. 



11. განწყობის ცვლილება 

ქალის ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიულ მდგომარეობას, ნერვიულობას და შფოთვას აძლიერებს, ასევე ცრემლდენას იწვევს. ყველაფერი იმიტომ, რომ ეს ვიტამინი ბედნიერების ჰორმონების - სეროტონინას და დოფამინის წარმოებაში მონაწილეობას ღებულობს. 



12. სუნებზე მიდრეკილება

ანემია სუნის მოშორებას იწვევ. საყვარელი სუნამოს სუნი ასე მომხიბლავი აღარ ჩანს, მაგრამ საღებავის ან ნავთის სუნი ძალიან სასიამოვნოდ გეჩვენებათ. 



13. გულთან დაკავშირებული პრობლემები

​ჰემატოპიური ფუნქციის დარღვევის შედეგად, ხშირი ტაქიკარდია, სისხლის წნევის შემცირება და სხვა მრავალი სიმპტომი ჩნდება, რომლებიც სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს. თითქოსდა, უბრალოდ ვიტამინი B12 გვაკლია. 



14. სხეულის მომატებული ტემპერატურა

იშვიათ შემთხვევაში ციანოკობალამინს თან შეიძლება სხეულის მომატებული ტემპერატურა ახლდეს. დაე ეს სიმპტომი ორგანიზმში ინფექციის მანიშნებელი იყოს, B12 ვიტამინის დოზის მიღება ხელს არ შეგვიშლის. 



თუ ამ სიმპტომებიდან ნაწილი მაინც შენიშნეთ, გირჩევთ დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ. B12 ვიტამინის ბუნებრივი გზით შესავსებად ძროხის ღვიძლი, ვირთევზა, პალტუსი, კრევეტები, ზღვის წყალმცენარეები და ყველი ტოფუ მიირთვით. ეს პროდუქტები სასარგებლო მიკროელემენტებით, მინერალებით, რაც მთავარია ციანოკობალამინით არის მდიდარი. საკუთარი სხეულის ნიშნებს მოუსმინეთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთ არის!

ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.