პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არაა საკმარისი, ამიტომაც მოგიყვებით, თუ როგორ უნდა შეავსოთ ვიტამინ D-ს დეფიციტი.
ამ ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში სერიოზულ შეფერხებებს იწვევს, რთულდება ფოსფორისა და კალციუმის ათვისება საკვებიდან. ეს იწვევს ჯანმრთელი ძვლების ფორმირების დარღვევებს, ჰორმონალურ დისორდეს, იმუნურ და ნერვულ სისტემებს ხელს უშლის ფუნქციონირებაში და იწვევს ადამიანის ორგანიზმის რეზისტენტულობის შემცირებას ანთებითი პროცესების მიმართ.
ეს ავიტამინოზი, შესაძლოა, გადაიზარდოს შეუქცევად პათოლოგიებში. ავიტამინოზის სიმპტომები განსხვავდება ადამიანის თავისებურებების მიხედვით, ასევე, ამ ელემენტის დეფიციტის დონის მიხედვითაც. თავიდან, ვიტამინის უკმარისობა როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში, უსიმპტომოდ მიდის, თუმცა, დროთა განმავლობაში, ბავშვებში იწვევს რაქიტს, ხოლო ზრდასრულებში ძვლების დარბილებას.
როგორ ამოვიცნოთ ვიტამინ D-ს დეფიციტი
- ხშირი ინფექციები
ჩვენი იმუნური სისტემა მეტწილადაა დამოკიდებული ვიტამინ D-ზე, საკმარისი რაოდენობის გარეშე იმუნური უჯრედები ვერ რეაგირებენ ინფექციაზე საჭირო სახით. ამასთან, ვიტამინი მოქმედებს როგორც თანდაყოლილ, ისე ადაპტიურ იმუნიტეტზეც. - ცუდი განწყობა
ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში. თუ ვიტამინი არასაკმარისია, ადამიანი ხდება მოდუნებული, უგუნებო და დეპრესიულიც კი. - ქრონიკული დაღლილობა
ვიტამინ D-ს წყალობით, საკვები ენერგიად გარდაისახება. თუ ადამიანი მუდმივად დაღლილად გრძნობს თავს, ეს, შესაძლოა, იმას მიანიშნებდეს, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს საკვებისგან, ეს კი ვიტამინის დეფიციტით შეიძლება იყოს გამოწვეული. - სუსტი ძვლები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ეს ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების დონის რეგულაციისთვის, რომლებიც პასუხ აგებენ ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობაზე. D ვიტამინის ნორმალური დონე, როგორც კვლევებმა აჩვენა, ხელს უშლის ოსტეომალიაციას(ძვლების დასუსტებას) და ოსტეოპოროზს ზრდასრულ ასაკში. - კუნთების ტკივილი
ვიტამინი D კუნთების ფუნქციონირებაზეც აგებს პასუხს. თუ კუნთები მუდმივად გტკივათ უმიზეზოდ, ეს ავიტამინოზის სიმპტომი შეიძლება იყოს. საქმე ისაა, რომ უჯრედში მოხვედრისას D ვიტამინი აძლიერებს კუნთების შეკუმშვის სიხშირეს და ეხმარება ელასტიურობისა და სიძლიერის შენარჩუნებაში, რაც მათ ნახეთქებისა და წვრილმანი დაზიანებებისგან იცავს.
D ვიტამინის დეფიციტის მთავარი მიზეზი არასაკმარისი ინსოლაცია, მზისგან დამცავი კრემების გამოყენება და მზის სხივებისთვის თავის არიდებაა კანის კიბოს პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, სავარაუდო მიზეზია რაციონში რძის პროდუქტების, ძროხისა და ღორის ხორცის, ქათმის კვერცხისა და თევზის არასაკმარისი რაოდენობაც.
როგორ უნდა შეავსოთ ვიტამინ D-ს დეფიციტი? ადამიანების უმეტესობისთვის საკმარისია მზის ზემოქმედებაც. მზეზე 15-20 წუთით გასვლა მზისგან დამცავი კრემის გარეშე აღადგენს D ვიტამინის დღიურ ნორმას.