ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია - ვიტამინი В12, რადგან სწორედ ის უწყობს ხელს მონელების პროცესის ნორმალიზებას და უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ქოლინის წარმოებაში მონაწილეობა, რომელიც ჩვენს მავნე ჩვევებს და ღვიძლში ცხიმოვან დეგენერაციას ხელს უშლის. იგი ასევე მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანის გონებრივ მუშაობასა და განწყობაზე აისახება.
როცა ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია, სიგნალებს სხვადასხვა სიმპტომების სახით აგზავნის. მნიშვნელოვანია მასზე დროული რეაგირება და დეფიციტის აღდგენა, რომ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებს ხელი შევუშალოთ. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ ამ დეფიციტის სიმპტომებზე და როგორ უნდა ვიმკურნალოთ.
ქვემოთ მოცემული იქნება ვიდეო, სადაც ხალხური მედიცინის მკურნალი იდეალური სადილის რეცეპტს გაგიზიარებთ და გიამბობთ, რომელი პროდუქტები შეიცავს B12 ვიტამინს. აუცილებლად უყურეთ!
B12 ვიტამინის დეფიციტი
8 მთავარი სიმპტომი
- დაღლილობა
მუდმივი დაღლილობა - ვიტამინის ნაკლებობის პირველი ნიშანი. აქვე შედის უხასიათობა და ენერგიის ნაკლებობა. სიმპტომები ძალიან ჰგავს დეპრესიას, ამიტომ ადამიანები ხშირად ფსიქოლოგთან მიდიან. მთლიანობაში, დაღლილობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს, მაგრამ წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ ღირს. ჯობს ანალიზები გაიკეთოთ. - კუნთოვანი სისუსტე
B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს არა მხოლოდ მთლიან სისუსტეს, არამ კუნთების სისუსტეს, სიზარმაცეს. - ხელების დაბუჟება
В12 სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაზე არის პასუხისმგებელი, რომლებიც უჯრედებს ჟანგბადს აწვდის. ჟანგბადის დაბალმა დონემ შეიძლება კიდურების დაბუჟება გამოიწვიოს. - მეხსიერების გაუარესება
შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს გავიწყდებათ გასაღები ან ვერ იხსენებთ ადამიანის სახელს, რომელსაც ყოველდღე ხვდებით? ეს В12 ვიტამინის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. - ფერმკრთალი სახე
ამ ვიტამინის ნაკლებობის გამო სისხლის წითელი უჯრედები ინგრევა, რაც ნაღვლის პიგმენტს ბილირუბინს ათავისუფლებს. ამის გამო კანი ფერმკრთალი ხდება. შეიძლება ვამპირი ხდებით, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ თქვენს ორგანიზმი В12 ვიტამინი აკლია. - გემოს შეგრძნებების გაუარესება
ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანების ნახევარს ეს სიმპტომი ახასიათებთ. ენაზე გემოს შეგრძნებები მცირდება, განსაკუთრებით მხარებზე. ამ ადამიანებმა შეიძლება წონა მნიშვნელოვნად დაკარგონ, რადგან საჭმელი უგემური ხდება. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სხეულის წონა დარღვეული მეტაბოლიზმის გამო საგრძნობლად იმატებს. - მხედველობის გაუარესება
იშვიათ შემთხვევაში B12 ვიტამინის ნაკლებობა გავლენას ახდენს მხედველობის ნერვზე, თვალის უჯრედის სისხლძარღვებზე, გაორების ეფექტს იწვევს, ჩაბნელებას, დაბლარვას ან, შესაძლოა, დროებით დაბრმავებას. - ემოციური დარღვევა
В12 ვიტამინი სეროტონინის წარმოებას ასტიმულირებს. მისმა დანაკლისმა შეიძლება ემოციური დარღვევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს გამოიხატება როგორც მოულოდნელად განწყობის ცვლილება, გაღიზიანობის ზრდა ან ცრემლიანობა.
რედაქციის რჩევა
თითოეული სიმპტომი ცალ-ცალკე ვიტამინი B12-ის ნაკლებობაზე მიუთითებს და მათი იგნორირება არ შეიძლება. თუ ჩვეულ ჩვევებიდან ცვლილებები შეამჩნიეთ - ჩააბარეთ სისხლი და სისხლში B12-ის დონეზე ანალიზი გაიკეთეთ. რა უნდა გააკეთოთ თუ დეფიციტი დაფიქსირდა?
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაწეულია ვიტამინის დონე. მედიკამენტის სახით ვიტამინის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ. ის სწორ დოზას დაგინიშნავთ. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - გამოიყენეთ კომბინირებული მედიკამენტი.
B12 ვიტამინი მხოლოდ ფოლიუმის მჟავასთან ერთად მუშაობს. იდეალური იქნება თუ მათ დაუმატეთ В1 და В6 ვიტამინებს.
ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კვების რაციონს გადახედოთ. დაუმატეთ მათ შემდეგი პროდუქტები: საქონლის ხორცი და ღვიძლი, ფრინველის ხორცი, ქათმის კვერცხი, მარცვლეული. ვიტამინების ნაკლებობა ხშირად გაუწონასწორებული კვებით არის გამოწვეული. რისკის ქვეშ არიან მოხუცები და ვეგეტერიანელები.
ესეც დაპირებული ვიდეო, სადაც 100 დაავადების საწინააღმდეგო იდეალურ სადილის შესახებ გაიგებთ. ასევე, რომელი პროდუქტები შეიცავს B12 ვიტამინს.
ძალიან ხშირად, ამ სიმპტომებს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან უმნიშვნელო გვეჩვენება. შეიძლება ყველაფერი სტრესს მივაწეროთ და დავაიგნოროთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ ღირს, რადგან შემდეგ უფრო სერიოზული შედეგების მკურნალობა არ მოგიწიოთ. გაუფრთხილდით თქვენ თავს და ჯანმრთელობას.