» » » თმა დამყოლი და სიცოცხლით სავსეა მაშინაც კი, როცა ქუდს ვიხსნი: ეს ნიღაბი თქვენს დალალებს ჯანმრთელობას დაუბრუნებს

თმა დამყოლი და სიცოცხლით სავსეა მაშინაც კი, როცა ქუდს ვიხსნი: ეს ნიღაბი თქვენს დალალებს ჯანმრთელობას დაუბრუნებს

დადგა ყინვების სეზონი. ჩვენ ვიწყებთ თბილად ჩაცმას, შარფების, ქუდის, კაპიშონების ტარებას.. შემდეგ კი ასეთი სურათის მომსწრე ვხდებით: შენობაში შესვლისას ლამაზად ვიხსნით თავის აქსესუარს, თმა კი იმ წამსზე "გარბის" სხვადასხვა მხარეს.



ზამთრის მოსვლასთან ერთად, ქალბატონებს უხდებათ მეტი ძალისხმევის ჩადება სილამაზეში. ესაა მშრალი კანი, დახეთქილი ტუჩები და აფუებული თმა, რომელიც სულ ზევით მიიწევს. ეს ყველაფერი უსიამოვნო და გამაღიზიანებელია. თუმცა, ურჩი, დამუხტული თმა მუდმივად გვაბრაზებს და როგორც არ უნდა მოიქცეთ, გეჩვენებათ, რომ მათი დაყოლიება შეუძლებელია.


თმის მოვლა ზამთარში
თმა ელექტრობის შესანიშნავი გამტარია, ამიტომ, რაც უფრო მაღალია თმის ტენიანობა, მით უფრო ნაკლებად ფუვდება იგი. ქუდთან, კაპიშონთან, სვიტრთან ან ბლუზებთან შეხებისას, თმის ღეროებს შორის წარმოიქმნება ხახუნი და გროვდება სტატიკური დენი. გარდა ამისა, მუდმივად მშრალ გარემოში ყოფნით თმა დამატებით სტრესს იღებს.


  • თუ თმა იმუხტება სწორედ ზამთარში, ესეიგი მისი მოვლის სხვა მეთოდი უნდა სცადოთ. სტატიკას ხომ განსაკუთრებით ექვემდებარება მშრალი, მსხვრევადი თმა. იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემა თავიდან აიცილოთ, თმა იყოს გლუვი და დამყოლი, პროფესიონალი სტილისტები გვირჩევენ მარტივ, შინ მომზადებულ ნიღაბს, რათა თმებს აღარ მიეცეს ტენის დაკარგვის საშუალება.

    დამატენიანებელი და მკვებავი ნიღაბი თმისთვის
    ინგრედიენტები
    • 1 ც კვერცხის გული
    • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
    • 1 კაფსულა თევზის ქონი
    მომზადება
    1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში(არა მეტალის!) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


    2. დაიბანეთ თმა შამპუნით, ცოტათი შეიშრეთ პირსახოცით, ისე რომ ოდნავ სველი იყოს.


    3. წაისვით ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი ან პაკეტი და გაიჩერეთ მასა 30 წუთით. ეფექტის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ ცელოფანზე თბილი ქუდი დაიხუროთ ან პირსახოცი შემოიხვიოთ.


    4. გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით. დაივარცხნეთ თმა ჩვეულებრივ.


    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.