სწორედ ამიტომ, Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ არ უნდა მოექცეთ თმას და რა შეცდომებს ვუშვებთ ყოველდღიურა მისი მოვლისას.
თმების სწორად მოვლა
ჩვენი თმა საკმაოდ მსხვრევადი და ურჩია, ამიტომ აუცილებელია მათი სწორად მოვლა. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა წახვიდეთ და შეიძინოთ ძვირადღირებული პროფესიონალური საშუალებები, რადგან ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დაბანა, გაშრობა და დავარცხნა. მოდით, გავერკვეთ , სწორად აკეთებთ თუ არა ყველაფერს.
10 შეცდომა თმის მოვლისას
- თმის დაბანა დაუვარცხნელად
თმები ხშირად იხვევა ერთმანეთში და, თუ ბანაობამდე არ დაივარცხნით, ეს ხლართები დასველდება და გაიზრდება. შესაბამისად, ბანაობის შემდეგ, როცა დავარცხნას ცდილობთ, გიწევთ თმების ამოგლეჯა ძირიდან. ამიტომაა აუცილებელი თმის დავარცხნა ბანაობამდე. - თმაზე შამპუნის პირდაპირ დატანება
უნდა იცოდეთ, როგორ დაიბანოთ თმა სწორად, მიუხედავად იმისა, რომ გგონიათ ყველაფერს სწორად აკეთებთ. თმაში შამპუნის პირდაპირ შეზელით მას აზიანებთ. ხახუნისგან თმის ღეროები იქერცლება, თმა კი ეშვება და ტყდება.
შამპუნის წასმამდე ააქაფეთ იგი ხელში. ასე დაბანა გაცილებით დელიკატური იქნება. - შამპუნის დატანება თავის წინა მხარეს
თმა თავის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა სტრუქტურისაა. კეფის ნაწილში ის გაცილებით მკვრივია, ამიტომაც, შამპუნი სწორედ იქ უნდა წაისვათ, ამის შემდეგ კი მთელ თავზე გაანაწილოთ. - თმის დაბანა არაგრილი წყლით
როცა თავს გრილი წყლით ვივლებთ, ძირები იხურება, თმა კი გლუვდება. ამასთან, სტიმულირდება სისხლძარღვებიც, რომლებიც თმის ფოლიკულებს კვებავს. ამის წყალობით, თმები უკეთ გაიზრდება. - თმების უხეშად გაშრობა პირსახოცით
თმების გაშრობა შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რათა ტრავმა არ მიაყენოთ თმას. თმის აქტიურად შეშრობით თქვენ აზიანებთ ღეროებს, რის გამოც თმა მსხვრევადი ხდება. უკეთესია, დაწუროთ დალალები ხელით, პირსახოცზე დაალაგოთ ან შემოიხვიოთ პირსახოცი 15 წუთით. - ფენის მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენება
ჩვენ ვიცით, რომ ფენით გაშრობა აზიანებს თმას, მაგრამ ზიანს შეამცირებთ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. უნდა დაივიწყოთ ფენის მაქსიმალურ სიმძლავრეზე! მართალია, მისი დახმარებით თმა სწრაფად შრება, მაგრამ თმაც იხლართება და ზიანდება. ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფენი თმისგან 10-15 სმ-ს დაშორებით უნდა დაიჭიროთ და ანაცვლოთ ცივ-ცხელი ჰაერი. - მშრალი თმის დავარცხნა
ბევრი თმას გაშრობამდე ივარცხნის. ეს თმისთვის ცუდია, რადგან იხლართება, წყდება და ზიანდება. თუ ეს აუცილებელია ვარცხნილობისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ფართოპირიანი სავარცხელი. - თმის დავარცხნა თბილ თმაზე
არ შეიძლება ქაფის ან ლაქის დატანება ახლახან გამშრალ თბილ თმაზე. საშუალება ღრმად აღწევს თმაში და აზიანებს მას. აუცილებელია, რომ დალალები ცოტათი გაგრილდეს(შეგიძლიათ გააგრილოთ ფენით). ასე თქვენ ხელს შეუშლით თმის დაზიანებას. - თმის დავარცხნა ძირებიდან
არა, არ შეიძლება თმის დავარცხნა თხემიდან ბოლოებამდე. ასე უფრო მეტ თმას იწყვეტთ ძირიდან. უნდა დაიწყოთ ბოლოებით, გახსნათ ხლართები და ახვიდეთ ძირებამდე. - იშვიათი დავარცხნა
თმა დღეში რამდენჯერმე უნდა დაივარცხნოთ. ოპტიმალური ვარიანტია 2-3ჯერ 3 წუთით, სხვადასხვა მიმართულებით. დილით ამის დრო ალბათ არ გაქვთ, ამიტომაც აუცილებლად დაივარცხნეთ თმა საღამოს მაინც. დაიწყეთ ბოლოებიდან ძირებისკენ, შემდეგ კი ზემოდან ქვემოთ. შემდეგ გადმოიყარეთ თმა წინ და დაივარცხნეთ შუბლიდან წინისკენ.