» » » "ხავერდოვანი ხელები": დაივარცხნე თმა და წაისვით ხელით. გეფიცებით, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი

"ხავერდოვანი ხელები": დაივარცხნე თმა და წაისვით ხელით. გეფიცებით, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი

მე შეღებილი თმები მაქვს, ჩემ მეგობარს კი - არა. მიუხედავად ამისა ორივე მტვრევადი და მშრალი თმის ბოლოებით ვიტანჯებით. ასეთ პრობლემას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ჩემი მიზეზია თმის ყოველთვიურად თეთრად შეღებვა, ჩემი მეგობრის კი თავად ხვეული თმის სტრუქტურა. ლამაზი და ჯანსაღი თმის ქონა ორივეს გვსურს. 

ყავის სმის დროს რამდენჯერ გადაგვიფურცლავს მოდური გამოცემები, შურით შეგვიხედავს მოდელების მშვენიერ თმებზე და ლამაზი და მოვლილი თმის ქონა მოგვსურვებია! დღეს მტვრევადი, გაყოფილი და მშრალი თმის პრობლემები (განსაკუთრებით გრძელი თმა) თანამედროვე გოგონებს უფრო მეტად აწუხებთ.

პრობლემის გაჩენის ბევრი მიზეზი არსებობს, აი მკურნალობის მეთოდი კი ცოტა არის. ეს პრობლემა რომ არ შეგეხოთ, აუცილებელი, პირველ რიგში, გაყოფილი ბოლოების ნიღბის რეგულარულად გაკეთება, ასევე ხვეული თმის სწორად მოვლა. 

პროფესიონალური საშუალება მტვრევადი თმის წინააღმდეგ საკმაოდ ძვირი ღირს, სწორედ ამიტომ "რჩევების" რედაქციას სურს რამდენიმე ხალხური კოსმეტოლოგის საიდუმლო გაგიზიაროთ. 



ნიღაბი გაყოფილი თმის ბოლოებისთვის სახლის პირობებში

იცით თუ არა რომ, არსებობს კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც პირდაპირ თმასთან კავშირში არ არიან, მაგრამ თმაზე უბრალოდ წარმოუდგენლად მოქმედებს? მისი ეფექტურობის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს! 



ერთ-ერთი ასეთი შესანიშნავი საშუალება არის - ხელის კრემი "ხავერდოვანი ხელები". დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ, სწორედ ხელის კრემი! ეს კრემი ხელისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მშრალ და გაყოფილ თმის ბოლოებს შესანიშნავად ატენიანებს. 



ეს მოულოდნელი და მარტივი მეთოდია - ვარსკვლავების სტილისტის და პარიკმახერის რჩევაა: "უბრალოდ ღამით გაყოფილ ბოლოებზე "ხავერდოვანი ხელების" კრემი წაისვით. ამისთვის დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ, რადგან მის ტექსტურაში უფრო მეტი წყალია და სხვა სერიასთან შედარებით უფრო მსუბუქია. სწორედ ამიტომ ის თმაში კარგად შეიწოვება, არ აწებებს და არ აცხიმიანებს."



თმა დაივარცხნეთ და ცოტა კრემი წაისვით, ხელისგულებზე მსუბუქად გადაანაწილეთ და შემდეგ თმის ბოლოებში წაისვით. უმჯობესია თუ ამ პროცედურას ღამე ჩაიტარებთ, ძილის დროს კრემი კარგად შეიწოვება. ასევე შეგიძლიათ კრემი თავის დაბანის შემდეგაც შეიზილოთ და არ ჩამოიბანოთ. 

თმის ბოლოების ასეთი ნიღაბი მინიმუმ 10-ჯერ უნდა გააკეთოთ. მხოლოდ ასე შეძლებს თმა ყველა აუცილებელი სასარგებლო ნივთიერების შეწოვას. ეს კრემი თმას არ აწებებს, მას ბინძურად არ აჩენს და გაყოფილ ბოლოებს ბოლომდე მოგაშორებთ. 

კიდევ ერთ შესანიშნავ სახლის საშუალების გაცნობას გთავაზობთ: კვერცხის ნიღაბი მტვრევადი თმისთვის.



თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხის გული

  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

  • 1 ჩ/კ კონიაკი

  • 1 ჩ/კ თაფლი




მომზადება

ყველა ინგრედიენტი 1 წუთის განმავლობაში ბლენდერში დააბლენდერეთ. თმა დაივარცხნეთ და ნიღაბი თანაბრად გადაინაწილეთ ძირიდან ბოლოებამდე. ასევე დამატებითი სითბო არის აუცილებელი, ამისთვის პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი გამოიყენეთ და თავზე შემოიხვიეთ უფრო დიდი ეფექტის მისაღწევად. ნიღაბი 40 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 



რედაქციის რჩევა

​აუზზე და მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ თმა ფერს კარგავს. მათ პირვანდელ ბრწყინვალებას კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი დაუბრუნებს - ასპირინის თმის აღმდგენი ნიღაბი. განსაკუთრებით შეღებილი თმის მქონე გოგოებისთვის არის მისაღები. 



მტვრევადი თმა გავრცელებული პრობლემა არის, მაგრამ საბედნიეროდ სილამაზის ინდუსტრიას აქვს პასუხები, თუ როგორ უმკურნალოს მტვრევად და გაყოფილ ბოლოებს. 

ხშირად თმის გაყოფილი ბოლოების პრობლემა შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, რამდენიმე მარტივი წესის დაცვით. მაგ., ფენის გამოყენებაზე ბოლომდე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა უფრო ნაკლებად ცხელი რეჟიმის გამოყენება შეგვიძლია. 



რაც ყველაზე მთავარია, ყველა ქალმა გამონაკლისის გარეშე და დროის უქონლობის მიუხედავად, რეკომენდებული არაა სხეულის, კანის და თმის მოვლა გვერდზე გადადოს, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე დიდი ინვესტიცია არის!

აუცილებლად უამბეთ ამ შესანიშნავი საშუალებების შესახებ მეგობრებს, ისინი მადლობელი დაგრჩებიან!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.