მე დავინტერესდი ყველაზე ეფექტური რეცეპტებით ხახვის წვენის გამოსაყენებლად ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად და გასაძლიერებლად. სიამოვნებით გაგიზიარებთ მათგან რჩეულებს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღნიშნა ხახვი, როგორც კარგი გასახდომი საშუალება.
ხახვის წვენი
ხახვის ნიღაბი გამომშრალი და გაუწყლოებული კანისთვის
- ცინკის მაღალი შემცველობის წყალობით, ხახვი აახალგაზრდავებს სახის კანს და უბრუნებს მას სიმკვრივეს. ხახვიანი ნიღაბი ალაგებს ნაოჭებს და ათეთრებს კანს.
- დახეხეთ ერთი თავი ხახვი სახეხზე, დაუმატეთ ფაფას თაფლი, შეიზილეთ სახეზე მცენარეული ზეთი (უმჯობესია, ზეითუნის). ზეთიან სახეზე წაისვით ხახვის მასა. როცა ფაფის ერთი ფენა გაშრება, წაისვით კიდევ ორი ასეთი, რიგ-რიგობით. ეს დაახლოებით 30 წუთს წაიღებს. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ სახეზე კეფირი, რომელიც მოგაშორებთ ხახვის სუნს და დაამშვიდებს კანს.
- ასეთი ნიღაბი უნდა გაიკეთოთ შესვენებებით ორ დღეში. კურსი მოიცავს 10 პროცედურას. ორგანული მჟავების წყალობით, ხახვი კანზე ჯადოსნურად მოქმედებს: კანი ღიავდება, ნაოჭები გლუვდება, შორდება მცირე დეფექტები (ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, ჭორფლები). სახის ოვალი უფრო მკვეთრი და დაჭიმული ხდება. ნიღაბი არამხოლოდ სახეზე, არამედ ნებისმიერ პრობლემურ ზონაზე შეგიძლიათ დაიტანოთ.
- ხახვის წვენი, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას, იოდს, ფიტონციდებსა და ფლავანოიდ კვერცეტინს, უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც ააქტიურებს გაახალგაზრდავებისა და კანის უჯრედების აღდგენის პროცესებს.
რეკომენდებულია ელექსირის გამოყენება შინაგანად, თუ გაქვთ კანის ნებისმიერი სახის პრობლემა, კანის გაღიზიანება ან ქრონიკული დაავადებები. ასევე, ელექსირი მკვეთრად აუმჯობესებს სახის ფერს და ძლიერი პროფილაქტიკური საშუალებაა გაციებისთვის. - გაწმინდეთ 10 საშუალო თავი ხახვი და 1 თავი ნიორი. დაასხით 1 ლ რძე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 1 საათის მანძილზე. აიღეთ ცეცხლიდან, გაწურეთ და გააგრილეთ. დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი უკვე გაცივებულ რძეს. შეინახეთ ელექსირი მაცივარში, მჭიდროდ დაცულ შუშის ქილაში.
- მიიღეთ ელექსირი დღეში ხუთჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, კვებებს შორის ინტერვალში. ეს გასაოცარი საშუალება არამხოლოდ კურნავს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება მთელ ორგანიზმს.