სწორედ ამიტომ, არ წამოეგოთ ბავშვების პროვოკაციებსა და მანიპულაციებზე, ასწავლეთ ბავშვობიდანვე სწორად კვება. დღეს აქცენტს ვაკეთებთ 10 მიზეზზე, რომელთა გამოც არ ღირს ბავშვების გამოკვება ფასტფუდით.
- აღვიძებს არაჯანსაღ მადას, იწვევს სიმსუქნეს
ცხიმი, მარილი, შაქარი, სანელებლები - ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვებზე მაგნიტივით. ერთი ფუნთუშის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდებათ მეორე, ამის შემდეგ კი ამ ყველაფრის რამე ტკბილი კერძით დაყოლების სურვილიც ჩნდება. ბავშვები, რომლებიც ფასტფუდით იკვებებიან, მოიხმარენ უამრავ კალორიას, თუმცა ნაკლებ საკვებ ნივთიერებას. - აუარესებს ძილის რეჟიმს
ტკბილი გაზიანი სასმელები და წვენები ვახშამზე მოქმედებს ბავშვის ძილის ხარისხზე. გაზიან სასმელებში არსებული კოფეინი მოქმედებს, როგორც სტიმულატორი და ცუდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. თუ ბავშვი ასეთ სასმელებს ხშირად სვამს, არ გაგიკვირდეთ, თუ იგი გვიან იძინებს და უჭირს დილით ადგომა. - შეუძლია ყაბზობის გამოწვევა
ფასტფუდში ნაკლები ცელულოზაა და, რაც უფრო ნაკლებია იგი რაციონში, მით უფრო მაღალია ყაბზობის რისკი, რომელიც მუცლის ტკივილებსა და დისკომფორტს გამოიწვევს. - ხელს უშლის სწორ კვებაში
ფასტფუდის ყველაზე ცუდი თვისება ისაა, რომ მას ძლიერი და მიმზიდველი გემოვნური თვისებები აქვს. ბავშვისთვის რთულია იმის გაგება, თუ რატომ უნდა ჭამოს უგემური ბროკოლი და არა გემრიელი კარტოფილი ფრი, სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს ასეთ საკვებს ხშირად აჭმევთ, არ გაგიკვირდეთ, თუ კომბოსტო მისთვის სასჯელად იქცევა. - ბავშვი ხდება გაღიზიანებადი
შაქრის მაღალი შემცველობა არაჯანსაღ საკვებში იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მერყეობას. ამას შეუძლია გაღიზიანებადობის, ძილიანობის გამოწვევა დღის განმავლობაში და აქტივობის დაქვეითებაც, რაც ჭარბ წონაში აისახება. - შეუძლია დეპრესიის გამოწვევა
ეს წინა პუნქტის გაგრძელებაა. ფასტფუდის ხშირი მიღებით ბავშვს ართმევთ ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა მდიდარი ანტიოქსიდანტები, სასარგებლო ცხიმები, ცელულოზა. მათ გარეშე ორგანიზმი უფრო ენერგიისა და კარგი განწყობის ნაკლებობას განიცდის. - ჩახერგავს არტერიებს
ფასტფუდის ხშირი მოხმარება ნამდვილად ხერგავს არტერიებს. მეტიც, ეს ზიანი ყოველჯერზე მოგადგებათ, როცა არაჯანსაღი საკვები ორგანიზმში მოხვდება. - ირღვევა კონცენტრაცია სკოლაში
თუ ბავშვმა რაღაც ტკბილით და ნაკლებად სასარგებლოთი ისაუზმა, იგი ვერ მოახდენს კონცენტრირებას სწავლაზე. სკოლის საკვები სასარგებლო უნდა იყოს: თხილი, ხილი, ბოსტნეული და ფაფები. - აფუჭებს კბილებს
სარძევე კბილების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ მათი გაფუჭება დასვებულია. ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივი გზით, როცა ფესვიანი კბილები გაჩნდება მავნე საკვები საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან! - აფუჭებს კანს
მავნე საკვები ნამდვილად ავნებს კანს იმიტომ, რომ მასში არ მოიპოვება სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები. ფასტფუდს ჯანმრთელობისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს.