» » » დიაგნოსტიკა სახლის პირობებში: რომელი მარილები ჭარბობს თქვენს ორგანიზმში

დიაგნოსტიკა სახლის პირობებში: რომელი მარილები ჭარბობს თქვენს ორგანიზმში

მარილების გამოყოფის წინ უნდა დადგინდეს მისი ტიპი. შარდის ანალიზი და მისი შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ დამატებით, შეიძლება ჩატარდეს შარდის ანალიზის საკუთარი გამოკვლევა სახლის პირობებში.

დავტოვოთ დილის შარდი (საკვების, წყლის და წამლის მიღებამდე) შუშის ქილაში 24 სთ-ით. მეორე დილით ქილაში შესაძლებელი ხდება ფსკერზე დალექილი კრისტალების დანახვა.

  • თეთრი, რძესავით შარდი, რომელიც 24 სთ-ის შემდეგ წარმოქმნის ასეთივე თეთრ ნალექს, მიუთითებს კარბონატების უპირატესობაზე.

  • თუ შარდი საკმაოდ მღვრიეა (მოგვაგონებს ღრუბელს), ხოლო მეორე დილით ნალექში შუშასავით გამჭვირვალე კრისტალებია ე.ი. ორგანიზმში ჭარბობს ფოსფატები.

  • მბრწყინავი კრისტალები მოყვითალო ან მოწითალო ელფერით ქილის კედლებზე, მიუთითებს ურატების არსებობაზე.

  • მუქი წითელი ან თითქმის შავი კრისტალები - შარდში ოქსალტების მაჩვენებელია.

    სწორი კვება და წყლის ხარისხი

  • სწორი კვება და ხარისხიანი წყლის მოხმარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კარგი ჯანმრთელობისთვის.
    მარილების დაგროვებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ:

  • ბევრი არ ვჭამოთ, მიღებული საკვების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს დახარჯული ენერგიის რაოდენობას.
    ვჭამოთ ცოტა და ხშირად - 4-5-ჯერ დღეში.

  • უარი ვუთხრათ ფასტფუდს, ავირჩიოთ ნატურალური პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს კონსერვანტებს და სხვა სამრეწველო დანამატებს.

  • არ მივიღოთ დიდი რაოდენობით ხორცი (ცხიმიანი უმჯობესია საერთოდ გამოვრიცხოთ), ის დიდი დატვირთვაა შარდგამომყოფი სისტემისთვის.

  • გავამდიდროთ რაციონი მარცვლეულით, ახალი ხილით და ბოსტნეულით ( თუ რაიმე წინააღმდეგჩვენება არ არსებობს).

  • შევამციროთ ტკბილეული, ძალიან სასარგებლოა მათი ხილით შეცვლა.

  • საკვების უკეთ ათვისების მიზნით (ექიმის დანიშნულებით) მივიღოთ ბიოდანამატები, რომლებიც შეიცავენ ბიფიდობაქტერიებს, კოლიბაქტერიებს, ლაქტობაქტერიებს და ა.შ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.