დღეს რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ ალექსანდრე დროჟენიკოვის მოსაზრებას ამ საკითხის ირგვლივ.
რატომაა საჭირო სწორად კვება
მკურნალის აზრით, სწორ კვებას ერთადერთი წესი აქვს - მიირთვით ნაკლები, იმოძრავეთ მეტი. სულ ესაა, რაც უნდა იცოდეთ, უბრალოდ ამ პროცესში სწორი ბალანსი უნდა იპოვოთ.
ექიმის თქმით, ყველაფრის ჭამა შეიძლება, ვინაიდან პროდუქტი, რომლებიც ჩვენამდე აღწევს, რაღაცის გამო გვჭირდება. და რახან გვჭირდება - ესეიგი მათი მოხმარებაც შეიძლება. არ ღირს იმაზე უარის თქმა, რასაც ბავშვობიდან ხართ მიჩვეული. ნებისმიერი აკრძალვა ცუდად მოქმედებს ადამიანზე. მიირთვით შაქარიც, ყავაც, რძეც, უბრალოდ შეინარჩუნეთ ზომიერება.
ყველაზე მნიშვნელოვანი - მიირთვით ცოტა, ნაკლები საკვები უნდა იყოს როგორც კოვზზე, ისე თეფშზე. თუ მავნე პროდუქტების სიიდან რომელიმე გინდათ, მიირთვით, ოღონდ მინიმალური, რათა ორგანიზმმა მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. თუ ორგანიზმს არ აიძულებთ მუდმივად საზიზღრობების ჭამას, იგი ყველაფერს გაუმკლავდება და თქვენც არ მოიმატებთ. ჩვენი ორგანიზმი უნიკალური სისტემაა და არ ღირს მისი არდაფასება.
დროჟენიკოვი ამტკიცებს, რომ გასახდომად, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის საკმარისია საკვების რაოდენობის შემცირება და ფიზიკური დატვირთვების სიხშირის მატება. როცა ძალიან ბევრს შეჭამთ, იმოძრავეთ ბევრი, გაზარდეთ დატვირთვა, მოაწყვეთ განტვირთვის დღე ვაშლებით. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ფორმა შეინარჩუნოთ.
კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც მკურნალი გვაძლევს - მიანიჭეთ უპირატესობა მარტივ საკვებს და დაყოფილ კვებას. უმჯობესია, დღეში ბევრჯერ იკვებოთ მცირე ულუფებათ, დარჩეთ ოდნავ მშიერი საკვების ყოველი მიღების შემდეგ. ასეთი რეჟიმი ორგანიზმისთვის ყველაზე კომფორტული და ბუნებრივია.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ორგანიზმის ინდივიდუალური საჭიროებებიც, რადგან ყველას არ შეუძლია დღეში ექვსჯერ ჭამა. თუ დღეში სამჯერ ჭამა გყოფნით, კომფორტულად გრძნობთ თავს და არც კუჭი გიჩივით, ესეიგი ყველაფერს სწორად აკეთებთ, ნუ მიირთმევთ ზედმეტად.
არ შეიძლება ძალით, ზიზღით ჭამა, არც აკრძალვა და შეზღუდვა. ყოველთვის იხელმძღვანელეთ პირადი კომფორტის პრინციპით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტონობით ფასტფუდი ჩაიყაროთ და გასუქდეთ, ან ეს სიმსუქნე თავის ნებაზე მიუშვათ, არა. უბრალოდ, უკიდურესობაში ნუ ჩავარდებით, თუ არ მოგწონთ კვების პოპულარული პროგრამები და თანამედროვე დიეტები, სცადეთ გამარტივება. ცხოვრება მარტივი და თავისუფალი უნდა იყოს.
თქვენ იცით, რომ ეს არა კვების სისტემა და სავარჯიშოების რეჟიმი, არამედ ის განწყობაა, რომლითაც ცხოვრებისკენ ხართ მიმართული. ექიმი ამბობს, რომ უამრავი დღეგრძელი უნახავს, რომლებიც არ იცავენ არავითარ დიეტას, ასევე, უნახავს ისინიც, რომლებიც ყველა წესს იცავდნენ და დიდხანს ვერ იცოცხლეს. ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი ოპტიმისტური უნდა იყოს.
მნიშვნელოვანია, იყოთ ბედნიერი და გიხაროდეთ სიცოცხლე. მაშინ ყველაფერი გამარტივდება, თვითონ დარწმუნდით. ზომიერების ჩარჩოები, მცირე შეზღუდვები და პოზიტიური განწყობა - ბედნიერებისა და დღეგრძელობის წინაპირობებია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შეუძლებელია, უნივერსალური რჩევა მისცე ყველას. სპეციალისტები გვირჩევენ, თუმცა, მივიღოთ თუ არა მათი რეკომენდაციები - თქვენი გადასაწყვეტია. თქვენი ცხოვრების მთავარი პატრონი თქვენ ხართ და ყველაზე უკეთ გესმით, რა გჭირდებათ.
ისწავლეთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა და გაგება. ეს ძალიან ჭკვიანი სისტემაა, იგი თავად გიკარნახებთ, როდის როგორ უნდა მოიქცეთ.