» » "არსებობენ ბავშვები, რომლებიც მოდიან, რომ მოგცენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მოდიან, რომ წაგართვან""

"არსებობენ ბავშვები, რომლებიც მოდიან, რომ მოგცენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მოდიან, რომ წაგართვან""

ამ სამყაროში, ხანდახან, ჩნდებიან ბავშვები დაუჯერებელი შესაძლებლობებით. ისინი ახერხებენ იმ ადამიანთა ცხოვრების შეცვლას, რომლებიც გარს ახვევია. თუმცა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც თქვენ ელოდით?

მშობლებთან ურთიერთობა
ერთხელაც ხვდებით, რომ ის "ასეთი არაა" და გრძნობთ, რომ იმედები გეწურებათ. ამ შემთხვევებში ამბობენ: "არსებობენ ბავშვები, რომლებიც მოდიან, რომ მოგცენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წასართმევად მოდიან". იმედგაცრუების დროს გინდათ იყვიროთ: "შენ რომ არ იყო, ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა! იდეალური ოჯახი გვქონდა, შენ რომ არ.." ბავშვი, თითქოს ვამპირია, იწოვს თქვენს ძალებს შიგნიდან და სანაცვლოდ არაფერს იძლევა.

როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში? უკან დაიხიოთ, აცადოთ ზრდა, როგორც სარეველას გზის პირას? თუ გააგრძელოთ ფულის, დროის, სიყვარულის, ნერვების, ძალისა და ჯანმრთელობის ფლანგვა და მზადყოფნა იმისათვის, რომ ეს არ დაგიფასდებათ? დაელოდოთ, როდის გააკეთებს არჩევანს?



-"ჩვენ მას სიცოცხლე ვაჩუქეთ, იგი ამისთვის მადლობელი უნდა იყოს". ყველას უნდა, თავისი შვილისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს, როგორც შვილია მისთვის. თუმცა, ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი არაა მადლობელი ნაჩუქარი სიცოცხლისთვის.

ოჯახური ურთიერთობების ფსიქოლოგია ხსნის, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობა არაა დამყარებული ჩვეულ ურთიერთმიმოცვლაზე. ბავშვს არ შეუძლია, ვერასდროს შეძლებს და არაა ვალდებული, აანაზღაუროს უდიდესი საჩუქარი - საკუთარი სიცოცხლე. სიტუაცია ჩიხში შედის, სადაც ერთი მხარე ითხოვს, მეორე კი ვერ ამართლებს მოლოდინს.


უფროსები ელიან მოსმენას, დამორჩილებას, კარგ დამოკიდებულებას, დაფასებასა და აღიარებას, თუმცა ბალანსს ვერ აღწევენ! ეს იმიტომ, რომ ბავშვები მშობლებთან სისხლის ჯგუფით არიან დაკავშირებული და არა სულიერად.

"იქნებ, რამეს ვაკლებ?" - დანაშაულის შეგრძნება გარწმუნებთ, რომ ბავშვს რაღაც აკლია. უფრო მარტივია, გასცეთ მშობლური ალერსი და ელოდოთ ხურდას. თუმცა ბავშვს თქვენი დრო, ყურადღება, ემოცია, მადლიერება, სიყვარული, დაფასება, დახმარებისთვისა და საჭირო რესურსის გაზიარებისთვის მზადყოფნა ესაჭიროება.

გათამამებული ბავშვი ქმნის უკუღმა წრეს - ბავშვი მოითხოვს, ხოლო მშობლები ცდილობენ ყველაფრის შესრულებას და მის თვალებში მადლიერების მარცვლის დანახვას.


"იყავი ისეთი, როგორიც მე ვარ, სხვანაირს ვერ მიგიღებ!" ამ ფრაზას ხმამაღლა არ ამბობენ, თუმცა იგი გამოიკვეთება ბავშვის მხარდაჭერის სურვილის არქონის, მისი გადაწყვეტილების დაუფასებლობის დროს.
შესაძლოა, გაჩნდეს კონფლიქტური სიტუაცია: მშობლები არ გასცემენ, იმიტომ, რომ "არ დაუმსახურებია", ბავშვი კი არ იღებს, იმიტომ, რომ სანაცვლოდ უნდა გასცეს მორჩილება, თანხმობა და პირადი ინტერესების დათმობა. უფრო მარტივია თქმა: "თქვენგან არაფერი მჭირდება".


რთულდება მოზარდების ურთიერთობა მშობლებთან, რადგან უკვე ბევრი რამაა შეცვლილი. ბავშვები იზრდებიან, იმედგაცრუებული მშობლები კი კუთხეში რჩებიან. ისინი ერთმანეთს მაქსიმალურად შორდებიან და ყველას აქვს ჩამოდებული რაღაც წყენა.

სანამ გვიანი არაა, მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები. ბავშვებთან ცხოვრება ყოველთვის მკაცრი იქნება, თავს იჩენს შფოთვა, იმედგაცრუება, დაღლილობა, სიბრაზე და მარტოობის შეგრძნება, თუმცა ცხოვრებისეული აქსიომა ასეთია, რომ ნებისმიერი ბავშვი - ღვთის ძღვენია. იგი უნდა გიყვარდეთ, აჩვენოთ გულახდილი ემოციები და გრძნობები, ეს პირველია, რის გაცემასაც იგი თავად ისწავლის.


ბავშვები იმისთვის მოდიან, რომ იცხოვრონ. ამქვეყნად თქვენი შვილი იმისთვის გაჩნდა, რომ თქვენ გიყვარდეთ საკუთარი თავი და ის - წარმატებული და კარგად დავარცხნილი კი არა, ნამდვილი, განსხვავებული, ძლიერი და სუსტი, ჯანმრთელი და ავადმყოფი.. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაა იგი, 3-ის თუ 33-ის.

ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაცია და ოჯახი გვხვდება. ახალგაზრდების პრობლემები მშობლებთან ურთიერთობაში მხოლოდ აისბერგის წვეროა. ბედნიერებისთვის აუცილებელია თითოეულის ძალისხმევა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და მერე დანარჩენებთან.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.