ასეთი უსიამოვნებების მიზეზი ბავშვობაში იმალება. სამწუხაროდ, დედებისა და მამების უმრავლესობას უჩვეულო პრინციპი აქვთ: არასდროს შეაქონ ბავშვი. ისინი თვლიან, რომ ქება იწვევს დამოკიდებულებას სხვების აზრებზე და მუდმივ წყურვილს ხოტბისა. მართლა ასეა?
ოჯახის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ
საქმე ისაა, რომ პატარა ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ. ბუნებისგან არავის აქვს თანდაყოლილი არჩევანი, ამიტომ პირველ შეფასებას ბავშვი გარშემო სამყაროდან - მშობლებისგან იღებს. ასე ყალიბდება თვითშეფასება. თუ გოგონას ეუბნებიან, რომ იგი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერია, მუდმივად აქებენ და აღტაცებაში მოდიან, იგი არასდროს გახდება თავმოყვარე ეგოისტი.
ეგოისტებად ისინი კი არ იქცევიან, ვისაც ბავშვობაში ბევრს აქებდნენ. პირიქით, გოგონებს, რომლებიც მშობლის მხარდაჭერის გარეშე იზრდებოდნენ, რომლებსაც მუდმივად მის ნაკლებზე მიუთითებდნენ, უყალიბდებათ შინაგანი თავდაუჯერებლობა და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ, სხვა ადამიანებისგან აღიარება მოიპოვონ. მათ არ აქვთ თვითშეფასება, ელოდებიან, რომ სხვებმა შეაფასონ ისინი დადებითად. სასურველის ვერმიღების გამო კი, ხშირად, ცხოვრებას ინადგურებენ.
"ნუ ყროყინებ", "მუცელი შეწიე", "ხუთიანი რატომ არა?", "არ ცდილობ", "ყველას ბავშვი ასეთია, შენ კი.." - ამ ფრაზებით მშობლები ანადგურებენ ბავშვში საკუთარი თავის საღ აღქმას. ერთი ჩვენი მკითხვების ისტორია, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი გახდება".
-"მე არასდროს მაქებდნენ. ასე იყო: თითქოს დედ-მამას ვუყვარდი, მაგრამ ამაზე არასდროს საუბრობდნენ. არადა, როგორ მაკლდა ეს! მოზარდობისას ვეკიდებოდი ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც ერთ ალერსიან სიტყვას მაინც მეტყოდა. პირველად 18 წლის ასაკში გავთხოვდი მასზე, ვინც ხელი მთხოვა, მეშინოდა, რომ ამას სხვა აღარასდროს შემომთავაზებდა.
ზრდასრულობისას არ მჯეროდა კომპლიმენტების - ვთვლიდი, რომ ამას სარკაზმით ამბობდნენ. ძალიან მიჭირს მამაკაცებთან. ერთდროულად მაწუხებს უნდობლობა და შოკიც კი, სასიამოვნო სიტყვების მოსმენისას".
რატომ უმახინჯებენ, ერთი შეხედვით, მოსიყვარულე მშობლები ბავშვებს სულს ადრეული ასაკიდანვე? ნუთუ არ შეიძლება, უბრალოდ გიყვარდეთ, ემეგობროთ, დაეხმაროთ, მხარში დაუდგეთ? ბავშვები ხომ სხვისგან ვერ მიიღებენ შექებას, მათ არ ჰყავთ სხვა მშობლები, რომლებიც ამას თქვენ ნაცვლად გააკეთებენ. გამოდით ჩარჩოებიდან აღზრდის დროს და გაიაზრეთ, რომ მშობლის დამოკიდებულება ზედმეტად მოქმედებს ბავშვზე და შესაძლოა, ამ მდგომარეობაში ყოფნა მას ძალიან უჭირს.
ბავშვი ხომ რეალური ცნებაა: პატარა ადამიანი ამ სამყაროს ევლინება მშობლების ნებით, მათთვის და მათი სიყვარულისთვის. მერე რა, თუ თავიდან ტირის, ცუდად დადის, ნელა აკეთებს ყველაფერს?
თუ ეს ჯანმრთელობას არ ავნებს და საშიში არაა, მისი ყველა თავისებურება უნდა მიიღოთ. ბავშვი სპეციალურად არ იჯდება და არ ივლის ისე, რომ თქვენ არ გესიამოვნოთ. ეს მის ბუნებაშია და უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის, უფრო სერიოზული პრობლემებისთვის არსებობენ სპეციალიზებული ექიმები.
ბავშვებს სკოლაში იერარქიული გადანაწილების ეტაპი უდგებათ. თუ გოგონა თავიდანვე იზრდება თავდაუჯერებელი, მაშინ თანაკლასელების მიერ დამცირების მცდელობა წარმატებით დასრულდება. იგი ვერ შეძლებს თავის დაცვას და ყველა დაცინვას აიტანს. ყოველ ჯერზე გოგონა დაიზიანებს თავის სიამაყეს და თავს არარაობად მიიჩნევს.
თავდაუჯერებელი ქალი რთულად იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. მისთვის რთული იქნება მაღაზიაში კაბის შერჩევაც კი, კარადასთან დგომისას ვერ გადაწყვეტს, რითი გავიდეს გარეთ. თავდაუჯერებლობა ხელს უშლის პურის საყიდლად მოუწესრიგებლად გასვლაში, შიგნით ხომ შიში ცხოვრობს: "ასეთი ცუდი მე უნდა დავმალო", ტანსაცმლისა და კოსმეტიკის ქვეშ დამალავს საკუთარ თავს, უნდა, რომ იყოს ვიღაც სხვა - ის, ვინც მას მოსწონს.
ბავშვობაში ქების დეფიციტი აღზრდის ძველებური მოდელია. ეს საშინელებაა იმ ასპექტით, რომ ძველი რეჟიმის მქონე მშობლებმა აღზარდა მთელი თაობა ტრავმირებული ადამიანებისა, რომლებიც ახლა მათივე იდენტურ ბავშვებს ზრდიან.
ბავშვებს ქამრით სცემდნენ - ეს იმ დროს პოპულარული მეთოდი იყო დასჯისა. და მაინც, როგორ შეიძლება, საკუთარი ძალა გამოავლინო დაუცველ ბავშვზე, რომელიც ვერ კი ხვდება, რისთვის ექცევა საყვარელი მშობელი ასე...
საბედნიეროდ, იცვლება ბავშვებთან მოპყრობის სტილი, ისინი მეტ ყურადღებას იღებენ, ვიდრე ადრე. ბავშვების მიმართ კარგი დამოკიდებულების პროპაგანდა იძლევა შანსს, ხელი შევუშალოთ ამ ტრავმირებულ თაობას.