» » იმედია, ბებო მაპატიებს: აი, რა გავაკეთე დამსხვრეული "სერვისისგან"

იმედია, ბებო მაპატიებს: აი, რა გავაკეთე დამსხვრეული "სერვისისგან"

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნამსხვრევების სახლში შენახვა ცუდის ნიშანია. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ჭურჭლის დამსხვრევა ბედნიერების მანიშნებელია. მე კი ვფიქრობ, რომ ლამაზი ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება დიდი ნიჭია.

ერთი კვირის წინ, ჩემმა ქმარმა გატეხა ჩაიდანი და თასი ბებიას სერვისიდან. აქამდე, ამ სერვისს ბებო მხოლოდ დღესასწაულებზე აჩენდა: რეცხავდა, წმენდდა და უკან ალაგებდა. ამ ჭურჭელმა თავისი "ცხოვრების" დიდი ნაწილი "სერვანტში" გაატარა და მტვერს იდებდა.

თუმცა, ბებიას იგი უყვარდა და ამაყობდა: იგი ხომ იმპერატორის ფაიფურის ქარხანამ გამოუშვა. ამასთან, ნამსხვრევები იმდენად ლამაზი აღმოჩნდა, რომ მათი გადაყრისთვის ძალა არ მეყო, ამას არც ვნანობ!



უჩვეულო ნაკეთობები
უკვე მოფიქრებულია უამრავი იდეა, თუ რა უნდა მოუხერხოთ დამსხვრეულ ჭიქებს, ისინი ეხება ფანტაზიას, კრეატივს, აზრებსა და გამბედაობას. იდეა იმაშია, რომ ნებისმიერი ნივთისთვის შეგიძლიათ მეორე სიცოცხლის მინიჭება, რომ კიდევ ერთი გატეხილი ჭიქა თუ თეფში მომავალი რამდენიმესაათიანი შემოქმქედებითი სამუშაოა და რომ არაფერი უნდა ინანოთ.

სწორედ ამიტომ, Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ საინტერესო საშუალებას ყოფილი ჭურჭლის ნამსხვრევების გამოსაყენებლად.



დაგჭირდებათ:
  • დამსხვრეული ჭურჭელი
  • ბურღი
  • საპრიალებელი დისკი
  • მეტალის ჯაგრისიანი დისკი
  • დაცვა(პირბადე ან ნიღაბი ცხვირსა და პირზე, სათვალეები თვალებზე)
  • თექის ნაჭერი
  • "მომენტი" ან მსგავსი წებო
  • ბისერები
  • კონექტორებიანი საიუველირო სინა


მუშაობის პროცესი
  1. იმისთვის, რომ ძველი ჭურჭლის ნამსხვრევები აქციოთ ახალ ნივთად, გაუკეთეთ ბურღს საპრიალებელი დისკი და მოაპრიალეთ გვერდები(და წვეტიანი ნაწილები).



  2. უნდა დაგლუვდეს ნამსხვრევის ყველა მხარე, ამის შემდეგ კი მეტალის ჯაგრისით უნდა დამუშავდეს ზედაპირი. მიაქციეთ ყურადღება იმ ზედაპირს, რომლითაც ქსოვილზე მაგრდება ნამსხვრევი. იგი ძალიან გლუვი და სწორი უნდა იყოს.



  3. ახლა კი გადავდივართ უშუალოდ სამკაულის დამზადებაზე. მიაწებეთ ნამსხვრევი თექის ქსოვილზე წებოთი, შემდეგ კი დაიწყეთ კუთხეების ბისერებით დაფარვა.
    პირველი რიგი შედგება ერთფენიანი ბისერებით, შემდეგი რიგი კი წინა ბისერებს შორის უნდა ჩაამაგროთ, რაღა მოიზაიკის ეფექტი მიიღოთ. გაიმეორეთ ეს მოქმედება 5 რიგზე - ეს დამოკიდებულია ნამსხვრევების სიგრძეზე.



  4. მას შემდეგ, რაც ერთ ნამსხვრევს გარს შემოახვევთ ბისერებს, გვერდებზე უნდა დაამაგროთ კიდევ ორი ცალი, ამისთვის კი სხვადასხვა ფორმის ნამსხვრევი უნდა გამოიყენოთ, რათა უფრო საინტერესო ეფექტი მიიღოთ მზა ნაკეთობაში.



  5. ყველაფერი მზადაა, მხოლოდ ნამსხვრევებს შორის რჩება ადგილი. ამის გამოსასწორებლად დაუმატეთ მძივები იმავე გზით.



  6. დეკორატიული ნაწილი მზადაა. ახლა მოჭერით ჭარბი თექა. უმჯობესია, დატოვოთ კუთხეებში ერთი მმ ქსოვილი, ვიდრე ზედ ბისერებზე მოჭრათ და ძაფი გაგეჭრათ. ასე მთელი სამუშაო წყალში ჩაგეყრებათ.

    როცა თექის ზედმეტ ნაჭერსაც მოაშორებთ, თითოეუულ კუთხეს კონექტორი მიაკერეთ, რომელზეც შემდეგ საიუველირო სინა მიმაგრდება.



  7. სულ ეს იყო. სამკაული მზადაა. გახსოვდეთ, იგი ექსკლუზიურია და მსგავსი მხოლოდ თქვენ გექნებათ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.