» » 5 წამის წესი, ანუ შეიძლება თუ არა იმ საკვების შეჭმა, რომელიც ძირს დაგივარდათ

5 წამის წესი, ანუ შეიძლება თუ არა იმ საკვების შეჭმა, რომელიც ძირს დაგივარდათ

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ მიდიხართ სახლში დაღლილი და მშიერი, მაცივარში ცოტაოდენი კარაქია, მაგიდაზე - ორი ნაჭერი პური. იმზადებთ ბუტერბროდებს, უსვამთ პურზე კარაქს და უცებ ხელიდან გიცურდებათ, კარაქიანი პური იატაკზე ეცემა.

ეს იმედგაცრუება, ალბათ, ყველას გამოუცდია. როგორ მოვიქცეთ? შევჭამოთ იატაკიდან აღებული პური? სწორედ ამაზე ისაუბრებს დღეს რჩევების რედაქცია.

ჰიგიენის წესების დაცვა
დიდი ხნის წინ მოიგონეს ე.წ. ხუთი წამის წესი, რომელიც ამბობს, რომ თუ იატაკიდან სწრაფად აიღებთ საკვებს, მისი ჭამა შეიძლება. ითვლება, რომ ეს წესი მოიგონა ცნობილმა ამერიკელმა მზარეულმა და კულინარიული შოუს წამყვანმა ჯულია ჩაილდმა. მას ერთხელ ძირს დაუვარდა ხორცის ნაჭერი და თქვა, რომ რახან ეს არავის დაუნახავს, სტუმრები ვერაფერს გაიგებენ.

ეს, რა თქმა უნდა, ლამაზი ისტორიაა, მაგრამ არა მართალი. რეალურად, ეს იყო ბლინი, რომელიც დაეცა ქურაზე და არა იატაკზე, თუმცა მითი გაჩნდა და ახლა მასზე ბევრმა იცის. და მაინც, მართებულია თუ არა 5 წამის წესი?

2003 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჩაატარა კვლევა 5 წამის წესის შესამოწმებლად. მან დაკითხა რამდენიმე ასეული ადამიანი მათი აზრის გასაგებად. კვლევის შედეგებით, ქალების 70 და მამაკაცების 56% თვლის, რომ სწრაფად აღებული საკვების ჭამა შეიძლება.

ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ 5 წამში მავნე ბაქტერიები ვერ მოასწრებდნენ საკვებთან "მირბენას". ასევე, გაირკვა, რომ ადამიანები უფრო ხშირად იღებენ იატაკიდან ტკბილეულსა და ორცხობილებს, ვიდრე, მაგალითად, დავარდნილ კომბოსტოს. თუმცა, კვლევის შედეგი არ ყოფილა ხალხის აზრის გაგება, არამედ იმის დამტკიცება, თუ რამდენად მართალია ეს წესი.


სტუდენტმა და მისმა კოლეგებმა მაგალითად აიღეს უნივერსიტეტის იატაკი კამპუსში, კაფეტერიასა და ლაბორატორიაში. ანალიზებმა აჩვენა, რომ იატაკები საკმაოდ სუფთაა და არ შეიცავს მავნე ბაქტერიებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ერთია, რამდენი ხანი იქნება იატაკზე თქვენი საკვები, იგი მავნე ვერ გახდება, სანამ იატაკი სუფთაა.


თუმცა, ესაა შედეგი, რომელიც დაიდო სუფთა იატაკების გამოკვლევის შემდეგ. მკვლევარები არ შეჩერდნენ და ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს: იატაკზე მოათავსეს ნაწლავების ჩხირის ბაქტერიები მცირე ოდენობით. შემდეგ მასზე დააგდეს საკვები. ბაქტერიები ამ საკვებზე სულ რამდენიმე წამში აღმოჩნდნენ. 5 წამის წესი უარყოფილ იქნა.

ასევე, ჩატარდა კვლევები იმის გასაგებად, თუ რამდენი ბაქტერია ხვდება საკვებზე 5 წამში და არის თუ არა განსხვავება იმ საკვებებს შორის, რომლებიც იატაკზე რამდენიმე წამის განმავლობაში ეგდო და რომლებიც რამდენიმე წუთით დატოვეს იატაკზე. იატაკზე ისევ მოათავსეს ბაქტერიები და მასზე დააგდეს საკვები.


მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი იატაკზე პურის 5, 30 და 60 წამით გაჩერებით. დადგინდა, რომ საკვებზე ბაქტერიების ოდენობა არაა იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი ეგდო იგი იატაკზე.

ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ ზედაპირსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ხალიჩა უფრო ნაკლებ ბაქტერიებს გადასცემს, ვიდრე ხე ან ფილა. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იდო საკვები იატაკზე, უფრო მნიშვნელოვანია თვითონ ზედაპირის დაბინძურება და სტრუქტურა, რომელიც საკვებს შეეხო.


რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად მდებარეობს იატაკი, რომელზეც საკვები ეცემა. თუ ეს თქვენი სახლია, მისი სისუფთავე თავად უნდა განსაზღვროთ. თუმცა თუ ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, უმჯობესია, არ შეეხოთ დავარდნილ საკვებს ხელითაც კი, რადგან არ იცით, როგორი ბაქტერიები ბინადრობენ იმ არეალში.

ანუ შეიძლება თუ არა იმ საკვების შეჭმა, რომელიც დაგივარდათ? ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუ ბაქტერიები იატაკზე არაა, საკვები მასზე 1 საათითაც რომ გააჩეროთ, არ გახდება მავნე. თუმცა, თუ იქ მავნე ბაქტერიებია, საკვები მაშინვე გაფუჭდება.


ბაქტერიების 0.1%-ია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ავად გახდეს, თუმცა იმის ალბათობა, რომ მავნე ბაქტერიები ყველა სახის ზედაპირზეა, ძალიან მცირეა. უფრო დიდად ვრისკავთ, თუ უმ პროდუქტს მივირთმევთ და ხელებს არ ვიბანთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.