» » » მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ბუტერბროდის ტორტი

მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ბუტერბროდის ტორტი

მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ ბუტერბროდის ტორტის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ მარტივად მოსამზადებელია შედეგი კი გასაოცარი. მის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 50 ქათმის მკერდი
  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • 1/2 ჩ/კ კურკუმა
  • 20-20 გ ოხრახუში და კამა
  • 1 კბილი ნიორი
  • 200 გ გახეხილი ყველი
  • 60 გ ერბო ან კარაქი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 1 ბატონი პური
  • მარილი

მომზადების წესი:
ქათმის მკერდი მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ, დაკეპეთ, შეამარილეთ, დაუმატეთ 200 მლ ბულიონი და 10 წუთი შუშეთ.
ფქვილი და კურკუმი გაქენით 20 მლ ბულიონში, დაუმატეთ ქათამს, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით.
დაკეპეთ მწვანილი, ნიორი.
ყველი და კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ მწვანილი. მაიონეზი, ნიორი.
პური 6 ფენად დაჭერით.
პირველ, ქვედა ნაჭერს წაუსვით ყველიანი მასა, დააფერეთ მეორე ნაჭერი და დაადეთ ნახევარი ქათმის ხორცი. დააფარეთ მესამე ნაჭერი წაუსვით ყველი, დააფარეთ შემდეგ ნაჭერი და დაადეთ დარჩენილი ხორცი. მეხუთე ფენაზე წაუსვით ყველი და დააფარეთ მეექვსე.
მზა ტორტი შეახვიეთ ცელოფანში და ერთი საათით შედგით მაცივარში. დაჭერით და მიირთვით მწვანილით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.