რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ თვლის მეცნიერების კანდიდატი თანამედროვე პურს საკვები პროდუქტების სამყაროში ყველაზე საშინელ გამოგონებად.
საფუარიანი პური
საქმე ისაა, რომ ХХ ს-ის 40-იან წლებში გამოიყენებდნენ საფუარის სულ სხვა სახეობას. მას სვიასაც უწოდებდნენ. თანამედროვე ანალოგებისგან განსხვავებით, იგი არ კლავდა სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც მსხვილ ნაწლავში ცხოვრობენ. თუმცა, ცომი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ამოდიოდა, რაც ხელს არ აძლევს თანამედროვე საცხობებს. ამიტომ, დღეს იყენებენ საფუარს, რომლის შედეგადაც ცომი 1 საათში ამოდის.
თუ ჩვენ მივირთმევთ საფუარიან პურს, საფუარი ორგანიზმში იწყებს გამრავლებას. იგი იღებს ჩვენს ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ცილებს. თანამედროვე საფუარი, ცხობისას, გლუტენის კაფსულებად იქცევა. ეს კაფსულები ნაწლავებში თავისუფლდება და აზიანებს ლორწოვანას, ამით კი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას არღვევს.
გარდა ამისა, საფუარა სოკოები არამხოლოდ ნაწლავებს, არამედ სისხლის პლაზმასაც იკავებენ, ცხოვრობენ და თავისუფლად მრავლდებიან. ხშირად, ეს იწვევს სოკოვან ინფექციებს.
ეს ნიშნავს, რომ ამ საფუარას მიერ გამოყოფილი ნივთიერებები კლავს ნაწლავებში ბაქტერიებს, რომლებიც წარმოქმნიან ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, სასარგებლო, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებსა და სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტს. ამიტომაც ამბობენ, რომ პურის ჭარბი მოხმარება ძალების შემცირებას იწვევს.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შმოდგომაზე, როცა ჩვენი ორგანიზმი მეტ ნახშირყალს ითხოვს, თქვენ მიირთმევთ პურ-ფუნთუშეულ ნაწარმს, თუმცა დიდხანს ვერ გრძნობთ თავს ფხიზლად და დანაყრებულად. ეს დაკავშირებულია საფუართან, რომელსაც იყენებენ მათ მოსამზადებლად.
თუ ახლა შეწყვეტთ თანამედროვე საფუარიანი ნაწარმის მიღებას დღეს, 5 წლის შემდეგ თქვენი სისხლის პლაზმაში საფუარის უჯრედებს ვეღარ იპოვით. ახლა უამრავი მწარმოებელია, რომლებსაც გასაყიდად გამოაქვთ უსაფუარო პური. თუმცა, იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ პურის უსაფრთხობაში, მოამზადეთ იგი თავად.