დავიწყოთ მომზადება:
პური უნდა დაიჭრას თანატოლი ზომის თხელ ნაჭრებად. პურის ნაჭრის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს. გარდა ჩვეულებრივი პურისა, ბუტერბროდისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ერბოში შემწვარი პურის ნაჭრები.
ბუტერბროდები შემწვარ და ჩვეულებრივ პურზე
- ბუტერბროდისათვის დვაჭრათ ჩვეულებრივი ხორბლის ან ჭვავის პური ერთი სანტიმეტრის სისქეზე და შევწვათ ერბოდასხმულ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. შეიძლება შემწვარი პურის ნაჭრებიდან ამოვჭრათ სხვადასხვა სახეები, ნახევარრგოლები, სამკუთხედები და ა.შ.
- შემწვარ პურის ნაჭრებზე წავუსვათ კარაქი, ირგვლივ მოვაყოლოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის არშია.
- შეილება აგრეთვე პურზე წავუსვათ შავი ან წითელი ხიზილალა და ზედ დავადოთ კარაქის რგოლი. კარაქის ნაჭერს ირგვლივ მოვაყოლოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის არშია.
- ერბოში შემწვარ პურის ნაჭერზე წავუსვათ კარაქი, შემდეგ ხიზილალა და ზედ დავადოთ მაგრად მოხარშული კვერცხის თხელი ნაჭერი.
- შემწვარ პურის მოგრძო ნაჭერზე დავადოთ ასეთივე ზომის ყველის ნაჭერი.
- თეთრი პურის თხელ ნაჭერზე დავადოთ ზუთხის რომელიმე უფრო თევზის ნაჭერი.
- თეთრი ან შავი პურის თხელ ნაჭერზე დავადოთ მოხარშული ან შემწვარი ხორცის თხელი ნაჭერი.
- თხლად მოჭრილ პურზე დავადოთ ძეხვის ან შაშხის თხელი ნაჭერი.
- შავი პურის თხელ ნაჭერზე დავადოთ დამარილებული ღორის კანქვეშა ქონის თხელი ნაჭერი.
- პურის ნაჭერზე დავადოთ თხლად შემწვარი ერბოკვერცხი.
დახურული ბუტერბროდები
პურის ორ თხელ ნაჭერს შუა შეგვიძლია ჩავდოთ ყველა ის პროდუქტი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აგრეთვე:
- ჩავდოთ მოხარშული ან ერბოში შემწვარი სოსისი.
- პურის ნაჭრებს შუა შეიძლება ჩავდოთ ერბოში მოხრაკული სოკოს ფენა.
- პურის ნაჭრებს შუა მოვათავსოთ ღვიძლის ძეხვის ნაჭერი ან პურის ერთ ნაჭერზე წავუსვათ კარაქი, შემდეგ პავიდლო ან შესქელებული მურაბა, ზევიდან
- დავაფაროთ პურის მეორე თხელი ნაჭერი.
ბუტერბროდები ვიტამინებით
პურის თხელ ნაჭრებზე დავდოთ ვიტამინებით გამდიდრებული კარაქი, ე.ი. კარაქი, რომელშიც ჩაზელილია ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის, ვაშლის, მოცხარის ან სხვა ხილ-კენკრის წვენი და შეტკბილებულია თაფლით.