» » » ქათმის გამოცხობის უჩვეულო მეთოდი - სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ

ქათმის გამოცხობის უჩვეულო მეთოდი - სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ

ქართული სამზარეულოს კერძები გაჯერებულია პიკანტური სანელებლებით. საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ხორციანი კერძები. შემწვარი წიწილი, საცივი და ჩახოხბილი ჩვენი ღირსეული, ტრადიციული კერძებია.



დღეს ჩვენ გთავაზობთ კიდევ ერთ, ტრადიციული კავკასიური კერძის რეცეპტს. ესაა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეცეპტი, რომელშიც მთავარ როლს სანელებლები ასრულებს. ქათამი აჭარულად ნებისმიერი დღესასწაულისთვის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.


სანელებლების, ნივრისა და კარაქის შეუდარებელი კომბინაციის წყალობით, თქვენ გამოგივათ შესანიშნავი ქათამი, რომელიც არც ერთ სხვა კერძს არ ჰგავს. რაც ყველაზე მთავარია - მისი მომზადება ძალიან მარტივია.

გემრიელი ქათამი ტაფაზე
ინგრედიენტები
  • 2 კგ ქათამი
  • 8 კბილი ნიორი
  • 20 გ ქინძი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 3 ს.კ. კარაქი
  • 230 მლ წყალი
მომზადება
  1. ქათმის ამ რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მოზრდილი ქათამი.


  2. ჩაჭერით ქათამი მკერდის არეში.


  3. მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან.


  4. გააცხელეთ ტაფა და დაადნეთ მასში კარაქი. ჩადეთ ქათამი ტაფაში ზურგით ზემოთ.


  5. დაახურეთ ქათამს ტაფაზე უფრო პატარა თეფში, ზემოდან დაადეთ სიმძიმე, მაგალითად, წყლით სავსე ქვაბი. დარწმუნდით, რომ მყარად დგას. შეწვით ქათამი ამ სახით ორივე მხრიდან.


  6. სანამ ქათამი მზადდება, მოამზადეთ სოუსი. დააქუცმაცეთ ნიორი და ქინძი.


  7. შეურიეთ თასში მწვანილი, ნიორი, პაპრიკა, ხმელი სუნელი და წყალი. მოურიეთ და სოუსი მზადაა.


  8. მორწყეთ ქათამი სოუსით, დაახურეთ სახურავი ან იგივე თეფში. მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 7 წუთის მანძილზე. როცა სახურავის ქვეშ წვავთ, მწვანილი და ნიორი კარგაქ იორთქლება. მე უფრო უმი მიყვარს.


  9. ქათამი აჭარულად მზადაა! ამ რეცეპტს გირჩევთ, რადგან ქათამი ასე უგემრიელესი გამოდის.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.