» » » ქათმის რულეტი ბოთლში: მაღაზიაში ვერ იყიდით, შინ კი მარტივად მოამზადებთ

ქათმის რულეტი ბოთლში: მაღაზიაში ვერ იყიდით, შინ კი მარტივად მოამზადებთ

სადღესასწაულო კერძების სიაში ყოველთვის შეგხვდებათ ხორცის ნაჭრებიც. განიერ თეფშზე ვალაგებთ ლორის, ძეხვისა და შაშხის ნაჭრებს. რა შეიძლება ამაზე უფრო გემრიელი მისაყოლებელი გახდეს?

გთავაზობთ, სადრესასწაულო ხორცის ნაჭრებს დაუმატოთ ერთი ფრიად საინტერესო შინ მომზადებული კერძი - ქათმის რულეტი ბოთლში. იგი ასიამოვნებს ხოლოდეცის მოყვარულებს არამხოლოდ გემოთი, არამედ მადისაღმძვრელი იერითაც. მისი დამატება შეგიძლიათ ნებისმიერი რამით, რაც მოგესურვებათ. მაგალითად, მწვანე ბარდით, სიმინდით, საყვარელი სანელებლებით.

ინგრედიენტები
  • 1 ც ქათამი
  • 100 გ ბერძნული კაკალი
  • 30 გ ჟელატინი
  • 450 მლ წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა(შავი), კარი გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით ქათამი და მოაშუშეთ ტაფაზე ზეთის გარეშე. დაასხით 250 მლ წყალი და მოთუშეთ ხორცი ნელ ცეცხლზე 10 წუთის მანძილზე. შემდეგ დაუმატეთ მარილი და სხვა სანელებლები, განაგრძეთ თუშვა თავდახურულ მდგომარეობაში კიდევ 25 წუთი.
  2. ამ დროს დაასხით ჟელატინს დარჩენილი ცხელი წყალი (არა მდუღარე) და აცადეთ გახსნა.
  3. ამოიღეთ ქათამი და მოაშორეთ ძვლები. შეურიეთ იგი ბულიონს, რომელშიც იხარშებიდა, და ჟელატინს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბერძნული კაკალი და ნიორი. აცადეთ გაგრილება.
  4. პლასტმასის ბოთლს მოაჭერით ზედა ნაწილი, ჩაასხით მიღებული მასა და შედგით მაცივარში გაყინვამდე.
  5. ფრთხილად გაჭერით ბოთლი გვერდიდან საკანცელარიო დანით და ამოიღეთ მზა რულეტი.
მნიშვნელოვანია, რომ მასა ბოთლში თბილი ჩაასხათ და არა ცხელი. საინტერესო მეთოდია, არა?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.