» » » საახალწლო სუფრის მთავარი ხორციანი კერზები! რა მოეწონება მის უდიდებულესობა ღორს

საახალწლო სუფრის მთავარი ხორციანი კერზები! რა მოეწონება მის უდიდებულესობა ღორს

ახალი წელი ხორცის გარეშე დღესასწაული არ არის. ჩვენ ხომ ისე გავატარებთ მას, როგორც შევხვდებით. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ხორცის გარეშე დღე ძალიან რთულად გასატარებელია. ძალიან მალე, დიასახლისები დაიწყებენ ყველაფრის გათვლას დეტალებში. რა თქმა უნდა, ოლივიეს არავინ შეავიწროვებს, თუმცა ძირითადი კერძი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.



ჩვენ გთავაზობთ, კარგად გათვალოთ მენიუ და გამოიყენოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც ძებნის დროს შეკვეცავს და სუფრას გაამრავალფეროვნებს. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს ყველაფრის ერთბაშად მომზადებას, შეგიძლიათ მათგან რამდენიმე შეარჩიოთ.

კარტოფილითა და სოკოთი გატენილი ქათამი


ინგრედიენტები
  • 1 ქათამი
  • 5 ც კარტოფილი
  • 200 გ კონსერვირებული სოკო
  • 1 ლიმონი
  • 3 კბილი ნიორი
  • ტყემლის სოუსი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. კარგად გარეცხილ და გაშრობილ ქათამს შეაზილეთ სოუსი და ლიმონის ლებნები (შიგნიდან და გარედან). გააჩერეთ 2 საათით.
  2. მოამზადეთ ტრადიციული კარტოფილის პიურე. დაუმატეთ სოკო, შეურიეთ. გატენეთ ქათამი ამ შიგთავსით. დაამაგრეთ შამფურებზე.
  3. დააფინეთ ფორმაზე ფოლგა. გადაიტანეთ ქათამი, დაახურეთ ფოლგა. აცხვეთ 45 წუთი 230 გრადუსზე.
  4. მოხსენით ფოლგის ზედა ფენა, მოასხით ფორმაზე დარჩენილი წვენი და შეაზილეთ დახეხილი ნიორი. აცხვეთ კიდევ 20 წუთით, შემდეგ კი გაიტანეთ სუფრაზე.
ღორის ნეკნები ხილის სოუსში


ინგრედიენტები
  • 1.2 კგ ღორის ნეკნები ხორცით
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 4-5 მანდარინი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1.5 ჩ.კ. თხევადი თაფლი
  • 1 კბილი ნიორი
  • ჩილის სოუსი გემოვნებით
  • 1 კონა ახალი ოხრახუში
მომზადება
  1. შეურიეთ მანდარინის წვენი სოიოს სოუსს, ღვინის ძმარსა და თაფლს, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი და ჩილის სოუსი.
  2. გააცხელეთ სითხე ძლიერ ცეცხლზე და გაწურეთ.
  3. შებრაწეთ ხორცი. დაიწყეთ გვერდებით, ასე მთელი წვენი შიგნით დარჩება. არ დაგავიწყდეთ მარილისა და წიწაკის მოყრა. გადაიტანეთ ფოლგიან ფორმაში.
  4. წაუსვით მზესუმზირის ზეთი. აცხვეთ 20 წუთით 190გრადუსზე. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 10გრადუსამდე. კიდევ ერთხელ წაუსვით სოუსი. აცხვეთ 20 წუთით. მოუმატეთ ტემპერატურას 170-მდე, წაუსვით სოუსი და აცხვეთ კიდევ 25 წუთით. ისევ წაუსვით სოუსი და გააჩერეთ ღუმელში 25 წუთით.
  5. მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრაზე.
რულეტები კრემ-ყველით


ინგრედიენტები
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 120 გ ყველი "ფილადელფია"
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ღერო ოხრახუში
  • 0.5 ჩ.კ. ქათმის სანელებელი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით ფილე შუაზე, ოღონდ არა ბოლომდე. გახსენით, როგორც წიგნი. დაბეგვეთ სამზარეულოს ჩაქუჩით. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ქათმის სანელებელი.
  2. შეაზილეთ ფილეს ყველი, ზემოდან მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და ცოტაოდენი დაჭრილი მწვანილი.
  3. შეახვიეთ რულეტად, დაამაგრეთ კბილის საწმენდებით. გადაიტანეთ ფორმაზე და შეფუთეთ ფოლგით.
  4. აცხვეთ 30 წუთით 170 გრადუსზე(20 წუთში მოხსენით ფოლგა და ისე აცხვეთ).
ძროხის ხორცის სტეიკი


ინგრედიენტები
  • 700 გ ხორცი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 70 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. მოაყარეთ ხორცს მარილი და წიწაკა, შეაზილეთ ზეითუნის ზეთი.
  2. სტეიკი მოათავსეთ ფოლადის ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან 30 წამით დიდ ცეცხლზე. შემდეგ შეწვით საშუალო ცეცხლზე 4-4 წუთით ორივე მხარეს. დაუმატეთ ტაფას ბეგქონდარა და როზმარინი.
  3. გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ ტაფას თავსახური, გააჩერეთ 10 წუთით.
  4. შეურიეთ დარბილებული კარაქი მარილს, დაჭყლეტილ ნიორსა და მდოგვს.
  5. შეაზილეთ ხორცს სოუსი და მიართვით სუფრაზე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.