"სელაპი" - ჯოზეფ პილატესის სისტემიდან ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც მიმართულია მოძრაობის კოორდინაციისა და სხეულზე კონტროლის გაუმჯობესებისკენ. იგი აძლიერებს მუცლის ღრუს და ხსნის დაჭიმულობას ხერხემალში, ნაზად ზელს ზურგს. გირჩევთ, შეასრულოთ იგი ბნელ ოთახში ჩამოშვებული ფარდებით, რათა მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირდეთ.
სავარჯიშო ზურგის კუნთების გაძლიერებისთვის
თუ სქოლიოზი ან ოსტეოპოროზი გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ სავარჯიშოს შესრულებამდე. იგი მოიცავს მოხრასა და ხერხემლის დაჭიმულობას, რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს მსგავსი დაავადებების არსებობის დროს.
გამოიყენეთ სპეციალური ხალიჩა იოგისთვის - ასე უფრო კომფორტულია, იგი დაგიცავთ მყარ იატაკზე ხერხემლის მტკივნეული შეხებისგან.
შესრულება
- დაჯექით ხალიჩის კიდეზე, წამოწიეთ მუხლები მკერდისკენ და გაშალეთ მხრებზე უფრო განიერად. ქუსლები შეაერთეთ.
- გამოატარეთ ხელები ფეხებს შორის და მოეჭიდეთ კოჭებს. წონასწორობა უნდა დაიცვათ კუდუსუნით.
- ჩამოუშვით მხრები და მაქსიმალურად მოიკეცეთ. ჩასუნთქვისას ზურგით მოხაზეთ C ასოს ფორმა და გადაქანდით უკან ბურთივით, თავით არ შეეხოთ იატაკს.
- ამ მდგომარეობაში დაჰკარით ტერფები ერთმანეთს სამჯერ, როგორც სელაპი თავისი ფარფლებით.
- ამოსუნთქვისას ისევ დაუბრუნდით მჯდომარე მდგომარეობას, მიიტანეთ ნიკაპი მკერდთან, ისევ დაჰკარით ტერფები ერთმანეთს და გაიმეორეთ 10-ჯერ.