» » » ქალბატონი 63 წლის ასაკში ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს: მოქნილი მოხუცი ყოველდღე ასრულებს ამ სავარჯიშოს

ქალბატონი 63 წლის ასაკში ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს: მოქნილი მოხუცი ყოველდღე ასრულებს ამ სავარჯიშოს

მოძრაობის უკმარისობა ხერხემლის ქრონიკული დაავადებების ძირითადი მიზეზია. ხანგრძლივი ჯდომა, კომპიუტერთან მუშაობა, ძილის დროს არასწორი მდგომარეობა იწვევს ზურგის კუნთების დასუსტებას. შედეგად, კუნთები იჭიმება, სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა ხდება, ჩნდება ტკივილის შეგრძნება.

ექიმებმა დაადგინეს ურთიერთდამოკიდებულება ოსტეოქონდროზსა და იმპოტენციას ან უნაყოფობას შორის. მჯდომარე, უძრავი ცხოვრების წესი არამხოლოდ შეფერხებას მენჯის ორგანოებში, არამედ ხერხემლის ნევრალგიურ დაზიანებებსაც იწვევს. მაგალითად, ქალბატონებს დაფეხმძიმებაში ხელს უშლის მკერდის ან წელის არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი.

სპეციალური სავარჯიშოების კომპლექსის გამოყენებით, შეგიძლიათ აღადგინოთ ზურგის ნორმალური მდგომარეობა უმოკლეს ვადებში. რჩევების რედაქციამ მოაგროვა მარტივი და ეფექტური სავარჯიშოები ზურგის გამყარებისთვის, რომელთა შესრულებაც საშინაო პირობებში შეგიძლიათ.

  1. დადექით სწორად, ტერფები მხრების სიგანეზე. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიწელეთ ზემოთ, ამოსუნთქვისას მოადუნეთ ზურგისა და კისრის კუნთები, დაუშვით ხერხემალი ქვემოთ. კისერი და ხელი მოადუნეთ და დაკიდეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში, იგრძენით, როგორ იწელება ხერხემალი საკუთარი წონით. ამ მდგომარეობაში გააკეთეთ 3-4 სუნთქვითი ციკლი. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაასწორეთ ხერხემალი მრგვალ ზურგთან ერთად.


  2. დადექით სწორად, ფეხები მენჯების სიგანეზე. ჩასუნთქვისას გაიწელეთ წინ, ამოსუნთქვისას დაიხარეთ სწორი ზურგით. ხელებით ნელა მოეჭიდეთ წვივებს, მუხლები სწორად უნდა იყოს. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამით.
    არ დაუშვათ მკვეთრი მოძრაობები, შეასრულეთ სავარჯიშო ნელა. ამასან კარგად გაიწელება წელის არე.



  3. ეს ძალიან სასიამოვნო სავარჯიშოა, რომლის შესრულებაც ყველგან და ყოველთვის შეიძლება, როცა იგრძნობთ, რომ ზურგი "სავსე" და გადატვირთულია. შვებას მაშინვე იგრძნობთ.
    დადექით სკამთან ისეთი მანძილით, რომ დახრის დროს ხელებით და სწორი ზურგით მიწვდეთ. გაჩერდით დახრილ მდგომარეობაში 5-10 წამით. ამ დროს კარგად მუშაობს მხრების სახსრები.



  4. ყველასთვის ცნობილი მარტივი და ძალიან ეფექტური სავარჯიშო - კატა. დადექით ოთხზე, გაასწორეთ ზურგი, ხელები - მხრების სიგანეზე, ფეხები - თეძოების ქვეშ. ამოსუნთქვისას დაამრგვალეთ ზურგი, თავი და კისერი შეწიეთ შიგნით, დაჭიმეთ მუცელი. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
    შემდეგ ისევ ამოისუნთქეთ და ამოიხარეთ საწინააღმდეგო მიმართულებით - თავი და კისერი ზემოთკენ, პრესი მოდუნებულია. შეასრულეთ ნელა, აუჩქარებლად. საკმარისია 10-15 გამეორება.



  5. ხალიჩაზე დაჯექით, გაასწორეთ ფეხები, მომართეთ ცერები თქვენკენ. სწორი ზურგი და ხელები გაწელე ზემოთ, ჩასუნთქვისას გაწელეთ ცერები, მუხლები წინ, იტაკას მოუშორებლად. ეცადეთ, ზურგი, თავი და თეძოები ერთ ზოლში გააჩეროთ. შეინარჩუნეთ მდგომარეობა 1 წუთით, შემდეგ მოდუნდით.



  6. ეს სავარჯიშო ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მუცლის ცხიმს, აძლიერებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს აზროვნებას, ყურადღებასა და მეხსიერებას. თუმცა, ამ პოზას შეზღუდვებიც აქვს: არაა რეკომენდებული კისრის ტრავმების ან მაღალი სისხლის წნევის მქონე ადამიანებისთვის.
    ზურგზე დაწექით, ხელები გაასწორეთ წელის გასწვრივ იატაკზე. ნელა წამოწიეთ ფეხები ზემოთ, სწორად, ცერები თქვენკენ. ნელ-ნელა დაიწყეთ ფეხების დახრა სახისკენ. იგრძენით, როგორ წყდება ხერხემლის მალები იატაკს ერთმანეთის მიყოლებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, რათა შეეგუოთ.



    ნელა გადაიტანეთ ფეხები თავს უკან. როცა მუხლები თქვენი შუბლის ზემოთ აღმოჩდება, ეცადეთ, ფეხის თითებით მისწვდეთ იატაკს თავს ზემოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1 წუთით, მშვიდად და ღრმად ისუნთქეთ. შემდეგ ძალიან ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარობას.
    თუ ფეხების ბოლომდე გასწორება არ შეგიძლიათ, მიიტანეთ თავამდე ოდნავ მოხრილი ფეხები. მთავარი მიზანია, ამუშავოთ ზურგის უკანა ზედაპირი.



    ივარჯიშეთ საღამოობით, ძილის წინ მაქსიმალური სიფრთხილით. მალები არ უნდა ხრაშუნობდეს. გამოიყენეთ რბილი ხალიჩა, რათა სავარჯიშოს იატაკზე შესრულებით არაფერი დაიზიანოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე არ გამოგდით სავარჯიშოების შესრულება, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს. პერიოდულად დაუბრუნდით კონკრეტულ სავარჯიშოს, რომელიც არ გამოგდით, და მინიმუმიდან დაიწყეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.