კვლევების შედეგებით დგინდება, რომ გახდომის შედეგი დიეტის დახმარებით მკვეთრად შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანებში.
ინდივიდუალური კვება
კვლევის დროს 800 ადამიანი კვირის განმავლობაში საუზმობდა სტანდარტულად, 50 გ ნახშირწყლების შემცველობით. სისხლში შაქრის დონის ცვლილება ერთსა და იმავე საკვებზე რეაგირების დროს მოხალისეებში საგრძნობლად განსხვავდებოდა. ეს უარყოფს იმ იდეას, რომ კონკრეტული პროდუქტი ერთნაირად სასარგებლოა ყველასთვის.
ექიმი ერან ელინავი, ვეიცმანის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი ამბობს: "მოხალისეთა ასეთი დიდი ჯგუფის დაკვირვებისას ნამდვილად მივედით იმ აზრამდე, თუ რამდენად ვცდებოდით ჩვენი არსებობის საბაზისო კონცეფციაში - რას ვჭამთ და რა ადგილს იჭერს კვება ჩვენს ცხოვრებაში.
საკვების გლიკემური ინდექსი, რომლის დახმარებითაც სისხლში შაქრის დონეს ვაფასებდით, ვერ გაიზომება ობიექტურად - იგი თითოეულ ინდივიდუალურ ადამიანზე ცალკეულად უნდა გამოითვალოს". ეს ხსნის, თუ რატომ შეუძლია ზოგ ადამიანს გახდომა კონკრეტული დიეტით, სხვებს კი - არა.
ერთ 45 წლის პაციენტს აწუხებდა სიმსივნე და პრედდიაბეტური მდგომარეობაში. მან უამრავი დიეტა სცადა, გახდომა კი არ გამოსდიოდა. აღმოჩნდა, რომ მასში შაქრის დონეს ჩვეულებრივი პომიდორი ზრდის! ქალს უბრალოდ იგი უნდა ამოეღო რაციონიდან, მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი ჯანსაღ საკვებად ითვლება.
სწორედ ამიტომ, უნივერსალური სწორი დიეტა არ არსებობს. მეტიც, მენიუ, რომელიც 5 წლის წინ გიხდებოდათ, ახლა, შესაძლოა, გავნებდეთ. თუმცა, კვების ინდივიდუალური რაციონის შედგენა შესაძლებელია, თუ ნაწლავების მიკროფლორის რეაქციას დაეყრდნობით სხვადასხვა საკვებზე.
ექიმი ერან ელინავი მოუწოდებს ყველა დიეტოლოგს, გასტროენტეროლოგსა და იმუნოლოგს, გაამრავალფეროვნონ ინდივიდუალური დიეტები და არ გამოიყენონ სტანდარტული კვების ფორმულა ყველა პაციენტზე.
რჩევების რედაქცია გირჩევთ იმ საკვების მიღებას, რომლის მოთხოვნილებასაც კონკრეტულ მომენტში გრძნობთ.