ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებმა გააოცა როგორც სტუდენტები, ისე ქირურგიც. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის გამო ცხოველების სისხლში ქოლესტერინის გამომუშავება მყისიერად დაიწყო, რამაც ათეროსკლეროზი გამოიწვია. უფრო სწორად, ცხოველები, რომლებიც იკვებებიან ბალახით და არასდროს მიირთმევენ ქოლესტერინის შემცველ საკვებს, დაავადდნენ ათეროსკლეროზით.
ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ათეროსკლეროზის გაჩენის მიზეზია. შემდეგ მეცნიერებმა დაიწყეს აქტიური კვლევების ჩატარება, რითაც დამტკიცდა, რომ ათეროსკლეროზის გაჩენის ერთ-ერი მთავარი მიზეზი ცხოველური ცხიმების მიღება კი არა, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებია. ამასთან დაკავშირენით, XIX საუკუნეში ათეროსკლეროზს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კურნავდნენ.
ყველაფერი XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა იმ თეორიის გაჩენასთან ერთად, რომელიც დაავადების გაჩენაში მხოლოდ ცხოველურ პროდუქტს ადანაშაულებდა. ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ეს საშინელი გაუგებრობა დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების აქტივიზაციასთან, რომლებიც ყველგან სარგებელს ეძებენ.
ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ სწორედ ეს თეორია იქცა ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანების დამღუპველად. ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა ექიმის არაკომპეტენტურობის მაგალითზე არის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დუაით ეიზენჰაუერის სიკვდილი. ინფარქტის შემდეგ პოლიტიკოსს დაუნიშნეს დაბალქოლესტერინიანი დიეტა, რომელიც აუარესებდა სიტუაციას. რაც მეტი ადამიანი იკლებს ცხოველური ცხიმების მოხმარებას, მით უფრო იზრდება ქოლესტერინის დონე.
ასეთი გადაწყვეტილების შედეგად იქცა წონაში სწრაფი მატება და რამდენიმე ინფარქტი, რომლებიც ეიზენჰაუერის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა. არც ერთ კვლევას არ დაუდასტურებია ცხოველური ცხიმების ბრალი ათეროსკლეროზის გაჩენაში, თუმცა ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა იგი ფარმაცევტულ კომპანიებზე, რადგან გაყიდვების ლიდერი სწორედ ანტიქოლესტერინული პრეპარატებია.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ათეროსკლეროზთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია რაციონიდან სქელი ნახშირწყლების გამორიცხვა. მათ შეიცავს ტკბილეული, სახამებლით მდიდარი და რაფინირებული პროდუქტი.
ცნობილი ფიზიოლოგი, რუდოლფ ვიხროვი წერდა, რომ ქოლესტერინის მომატებული დონე ორგანიზმში დარღვევების შედეგია. სტატისტიკის გაანალიზებით მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაბალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებში სიკვდილიანობა ორჯერ მეტია.
აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი მძლავრი ანტიმიკრობული საშუალებაა. იგი აუცილებელია ნაყოფში ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ქოლესტერინის შემცირებული დონე ზრდის ღვიძლის გადატვირთვის რისკს, ვინაიდან მას უწევს მისი სინთეზირება ნახშირწყლებისგან, რათა ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოს.
ქოლესტერინი - ესაა ანტიოქსიდანტი და თუ მისი დონე შემცირდება, ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებას ექვემდებარება: კიბოს, სექსუალურ დისფუნქციას, მეხსიერების დარღვევებს, პარკინსონის დაავადებასა და ინსულტს. ცხოველურ ცხიმებზე უარის თქმა კატასტროფაა კაცობრიობისთვის - ასე თვლიან ექიმები და მეცნიერები.