კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ დიეტის მეშვეობით გახდომის შედეგები განსხვავებული შეიძლება იყოს ადამიანის მონელების პროცესის ინდივიდუალურობის გამო.
ინდივიდუალური კვება
კვლევის პროცესში 800 სუბიექტი ერთი კვირის განმავლობაში სტანდარტულად საუზმეს მიირთმევდა, რომელიც შეიცავდა 50 გრ ნახშირწყლებს. შაქრის ცვლილებები ერთსა და იმავე საკვებზე სხვადასხვა მოხალისეს განსხვავებული ჰქონდათ. ეს უარყოფს იდეას, რომ განსაზღვრული პროდუქტები ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთნაირად მოქმედებს.
ექიმი ერან ელინავი, ვეიცმანის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ მუშაკი, ამბობს: "მოხალისეების ასეთ დიდ ჯგუფზე დაკვირვებამ გვაჩვენა, თუ ჩვენი არსებობის საბაზო კონცეფციას რამდენად უზუსტოდ ვფლობთ - რას მივირთმევთ და რომელ ადგილს იკავებს კვება ჩვენს ცხოვრებაში.
საკვების გლიკემიური მაჩვენებელი, რომლის დახმარებითაც სისხლში შაქრის დონეს ვაფასებთ, ობიექტურად ვერ გაიზომება, არამედ თითოეულ ადამიანზე ადაპტირებული უნდა იყოს" ეს განმარტავს, თუ რატომ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი დიეტით გახდომას, ზოგი კი ვერ.
ერთ 45 წლის პაციენტს სიმსუქნე და წინა დიაბეტური მდგომარეობა ჰქონდა. ის ბევრი დიეტის შემდეგაც გახდომას ვერ ახერხებდა. აღმოჩნდა, რომ სისხლში შაქრის დონე მას ჩვეულებრივი პომიდორი უწევდა. მას უბრალოდ არ უნდა ეჭამა პომიდორი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პომიდორს ჯანსაღ საკვებად თვლის.
სამწუხაროდ, სწორი უნივერსალური დიეტა ყველასთვის არ არსებობს. გარდა ამისა, მენიუმ, რომელიც 5 წლის წინ გესადაგებოდათ, ახლა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. კვების ინდივიდუალური რაციონის შედგენა შესაძლებელია, თუ სხვადასხვა საკვების მიმართ კუჭის მიკროფლორას რეაქციას მივაქცევთ ყურადღებას.
ექიმი ერან ელინავი ყველა დიეტოლოგს, გასტროენტეროლოგსა და იმუნოლოგს მოუწოდებს შექმნან ინდივიდუალური დიეტები და ჯანსაღი კვების სტანდარტული ფორმა არ გამოიყენონ.
"რჩევების" რედაქცია გირჩევთ მიირთვათ ის, რისი მოთხოვნილებაც ახლა გაქვთ. ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სწორი კვება - ეს უფრო ისაა, თუ რას მიირთმევთ და არა ის, რას არ მიირთმევთ. ასეთი ცხოვრება შეზღუდვებს არ განსაზღვრავს. ზედმეტ წონას ბრძოლა ნაკლებ ჭამას არ ნიშნავს. მიირთვით უფრო მეტი ის საკვები, რომელიც მეტნაკლებად ორგანიზმის მოთხოვნილებებს შეესაბამება.
იცავთ სპეციალურ დიეტას? ფიქრობთ, რომ ყველამ უნდა მიირთვას ის, რასაც ინტუიცია გვკარნახობს? თუ თქვენი კვების ფილოსოფია საყვარელი საკვების შეზღუდვაზე არის დაფუძნებული. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და მეგობრებს სტატია გაუზიარეთ.