გემრიელი საახალწლო სალათები
საახალწლო სალათი "ნაძვის გირჩები" - შესანიშნავი ჩანაცვლებაა ერთფეროვანი სალათებისთვის. ეს კერძი შეუძლებელია არ მოგეწონოთ - სამი გირჩი და ყველა სხვადასხვა გემოთი... მისი მორთვა კი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ: ეკონომიურად(ფანტელებით, ჩიფსებით, მარილიანი კრეკერებით, გოგრის თესლით) ან მდიდრულად - ნუშით.
ინგრედიენტები
- 100 გ მოხარშული ქათმის ფილე
- 3 კვერცხი
- 3 ბოლქვი კარტოფილი
- 100 გ ლორი ან მოხარშული ძეხვი
- 100 გ სოკოს კონსერვი
- 50 გ ბარდის კონსერვი
- 50 გ სიმინდის კონსერვი
- 50 გ მაგარი ყველი
- 1 თავი ხახვი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ძმარი
- 500 გ მაიონეზი
- 1 ც კიტრი
- ახალი მწვანილი, სიმინდის ფანტელები ან ნუში მოსართავად
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი. ხახვი დაჭერით რკალებად, შეურიეთ შაქარი, ძმარი და დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 15 წუთით.
- ფილე, კვერცხი, კარტოფილი, სოკო, ყველი, კიტრი და ლორი დაჭერით კუბებად.
- დაალაგეთ სალათები გირჩის ფორმით, საჭირო ინგრედიენტები ფენებად დაალაგეთ დიდ თეფშზე, თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი.
- პირველი გირჩი - ქათამი, კარტოფილი, სიმინდი, კვერცხი.
მეორე - ლორი, კარტოფილი, კიტრი, ბარდა, კვერცხი.
მესამე - სოკო, კარტოფილი, ხახვი, მაგარი ყველი, კვერცხი. - გირჩებს ზემოდანაც წაუსვით მაიონეზი და მაქსიმალურად გაათანაბრეთ ზედაპირი.
- მორთეთ სალათი გირჩის მსგავსად მწვანილითა და ფანტელებით/ჩიფსებით/მარილიანი კრეკერებით.
- თუ სალათის მორტვა მთლიანი ნუშით გადაწყვიტეთ, არ დაგავიწყდეთ, წინასწარ ჩაალბეთ იგი წყალში 3-4 საათით, შემდეგ კი გამოაშრეთ ღუმელში. გოგრის თესლები შეწვით ტაფაზე, ასე უფრო გემრიელია.
- სალათი მოამზადეთ უშუალოდ სუფრის გაშლის წინ, რათა ჩიფსები, კრეკერები თუ ფანტელები ხრაშუნა იყოს.