გასახდომი სალათების რეცეპტები
არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩართოთ ჭარხალი თქვენს რაციონში. ბოსტნეული შეიცავს ელემენტების ერთადერთ კომბინაციას, რომელიც არ გვხვდება არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში. აქ შეგხვდებათ ქოლინი, ვიტამინები А, В1, В5, В6, С, Е, Н და РР, ასევე, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა და აუცილებელი ცელულოზა. ამასთან, სასარგებლო ნივთიერებები არ ნადგურდება თერმული დამუშავების დროს და არ იკარგება ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში.
მოხარშული ჭარხლით შეგიძლიათ სხვადასხვა კერძის მომზადება: ვინეგრეტი, ჭარხლის სალათი, სხვადასხვა დასაყოლებელი, პაშტეტი, ბოსტნეულის ხიზილალა. თუმცა, ყველაზე მარტილი ვარიანტი, რაღა თქმა უნდა, მრავალფეროვანი სალათებია. ისინი ნამდვილად ძალიან გემრიელია! ამასთან, შეგიძლიათ ღამითაც მიირთვათ, რადგან ჭარხლის კალორიულობა 100 გრამზე სულ 43 კკალ-ია.
რჩევების რედაქცია გასწავლით ყველაზე გემრიელი სალათების მომზადებას ჭარხლისგან.
ჭარხლის სალათი თხილითა და ქლიავის ჩირით
ინგრედიენტები
- 1 გამომცხვარი ან მოხარშული ჭარხალი
- 100 გ ბერძნული კაკალი
- 2 ც შავი ქლიავის ჩირი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. მაწონი ან მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
ფიტნეს-სალათი ჭარხლით
ინგრედიენტები
- 2 ჭარხალი
- 1 ვაშლი
- 1 პატარა სტაფილო
- 1 საშუალო თავი ხახვი
- 250 გ ახალი კომბოსტო
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- მარილი გემოვნებით
- ნებისმიერი მწვანილი
მსუყე სალათი ბრინჯით
ინგრედიენტები
- 1 მოხარშული ჭარხალი
- 1 მოხარშული სტაფილო
- 150 გ მოხარშული ბრინჯი
- 1 ს.კ. სიმინდის კონსერვი
- 8 ზეთის ხილი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
- 1/2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- ახალი მწვანილი
სალათი "ჯაგრისი გაუმჯობესებული"
ინგრედიენტები
- 1 ჭარხალი
- 1 სტაფილო
- 1/2 ნიახურის ფესვი
- 1/2 საშუალო თავი კომბოსტო
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 2 ს.კ. სეზამის მარცვლები
- 1/2 ფორთოხალი
- მარილი გემოვნებით
- ახალი მწვანილი
სადღესასწაულო სალათი "ბატონი"
თუ ზემოთჩამოთვლილი რეცეპტები მოსაწყენად გეჩვენებათ, მოამზადეთ სადღესასწაულო სალათი ჭარხლისგან. ასეთი სალათით სტუმრებსაც გაუმასპინძლდებით.
ინგრედიენტები
- 1 მოხარშული ჭარხალი
- 120 გ ბრინზა ან ფეტა (ყველი)
- 1 მანდარინი
- 1 ს.კ. ბროწეულის მარცვლები
- 1/4 იისფერი (ტკბილი) თავი ხახვი
- 1 ჩ.კ. ფრანგული მდოგვი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ს.კ. ნებისმიერი თხილი (ფისტი, ბერძნული, ნუში)
- ახალი მწვანილი
- მარილი გემოვნებით
გახსოვდეთ, რომ ჭარხალი დიდი რაოდენობით არაა რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, შაქრიანი დიაბეტისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. არ მიირთვათ დიდი რაოდენობით ბოსტნეული ჰიპოტონიის დროს, ვინაიდან ჭარხალი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას