ცოლ-ქმარი დიდ ოჯახს არ გეგმავდა. მათი იდეალური ოჯახი - დედა, მამა, ქალიშვილი, ბიჭი (ან ისევ გოგო). საქმე იმაშია, რომ მათ დიდი ოჯახის შესანახად საკმარისი სახსრები არ ჰქონდათ. თუმცა ორსულობის უკვე ადრეულ პერიოდში ოქსანამ იგრძნო რომ მუცელში არა ერთი და ორი ბავშვი ჰყავდა.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ რამეს არასდროს გადავაწყდებოდი. ოჯახში ტყუპზე ორსული არავინ ყოფილა" - ამბობს ოქსანა.
ყველაზე საინტერესო ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს მოხდა. ოქსანამ შენიშნა, რომ ექიმი სულ უფრო და უფრო იღუშებოდა. და ბოლოს მან თავბრუდამხვევი სიახლე მოისმინა.
"როცა ექიმის სახეზე გაოცება დავინახე, უბრალოდ სუნთქვა შემეკრა, მან ჩაიჩურჩულა რომ ახლა სადმე ზღვასთან ახლოს დიდი სახლის ყიდვა დაგვჭირდებოდა. შემდეგ გააგრძელა, ვხედავ 5 თავს, შეიძლება 6. რთულია თქმა" - იხსენებს ოქსანა.
ოქსანა 5 პატარას ელოდა. სანამ სიახლესთან შეგუებას ცდილობდა, ექიმმა უკვე მთელ საავადმყოფოს გააგებინა ახალი ამბავი. ეს ხომ დიდი იშვიათობაა: 5 ბავშვის დაბადების შანსი 1 ია 50მ მლნ-ში!
ოქსანამ და სერგიმ ამ სიხარულის ყველასთან გაზიარება იმ წუთას ვერ მოახერხეს. ისინი მიხვდნენ რომ სამომავლო გეგმა მთლიანად უნდა შეეცვალათ.
"მაშინ ეს კოშმარად მეჩვენებოდა და ველოდებოდი რომ სადაცაა გამოვფხიზლდებოდი" - იხსენებს ოქსანა. "რომ აღიქვა და გაიგო, თუ რა მოხდა, დროა საჭირო. მხედველობაში მაქვს, უნდა მოვიფიქროთ თუ როგორ მოვუაროთ ამდენ ბავშვს"- ამბობს სერგი.
30-ე კვირას ოქსანა სამშობიაროში მოიყვანეს და მშობიარობისთვის მოამზადეს. რადგან რთული მშობიარობა ელოდა მას 8 ექიმი ელოდა. "ისინი როგორც ფაიფურის ვაზას ისე მეპყრობოდნენ. ექიმები ძალიან ფრთხილები იყვნენ" - ამბობს ოქსანა.