მარილი ჭამს ნებისმიერ ნატურალურ მასალას. როფორც კი შრება, თოვლის ბლანტი სითხე ფეხსაცმელზე არაესთეტიურ მარილოვან ნალექს ტოვებს, რომელთა ამოყვანაც მარტივი არაა, განსკაუთრებით ზამშის მასალაზე. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა ამოიყვანოთ ეს ლაზები სხვადასხვა მასალის ფესხაცმლიდან.
როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს მარილი
- ქუჩიდან შემოსვლისთანავე გარეცხეთ ტყავის ფეხსაცმელი თბილი, არაცხელი წყლით. შემდეგ შეახვიეთ დაბინძურებული ადგილები ქაღალდის ხელსახოცებით და გააჩერეთ გასაშრობად. დარჩენილ მარილს ქაღალდი შეიწოვს. გამშრალ ფეხსაცმელს წაუსვით საბავშვო კრემი.
- მარილის ლაქების ამოყვანა ტყავის ფეხსაცმლიდან შეუძლია 9%-იანი ძმრის ხსნარსაც. შეურიეთ ძმარი წყალს 3:1 პროპორციით და გახეხეთ დაბინძურებული ადგილები ამ ხსნარით.
- აბუსალათინის ზეთი - პოპულარული ხალხური საშუალება მარილიანი ლაქების მოსაშორებლად. გაწმენდილ და გამშრალ ფეხსაცმელზე რბილი ქსოვილით წაუსვით აბუსალათინის ზეთი. თუ თეთრი ლაქები არ გაქრა, გაიმეორეთ პროცედურა. შემდეგ მშრალი ჯაგრისით დახეხეთ ზამში.
- ზამშის ფეხსაცმელი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა მისი მოვლა რთულია. ასეთი ნივთის გასაწმენდად აადუღეთ ქვაბში წყალი და ფეხსაცმელი ორთქლზე გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
- ზამშის ან ნუბუკის გასაწმენდად შეურიეთ 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი 1 ს.კ. თბილ წყალს. ამ ხსნარით გაჟღენთილი ღრუბლით კარგად გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები. როცა ზედაპირი გაშრება, დაამუშავეთ ფეხსაცმელი სპეციალური რეზინის ჯაგრისით.