» » » ქალბატონების შეცდომა: "მე ნაოჭები და ფორები მაქვს, ოვალი ფერმკრთალდება, მაგრამ მაინც მხოლოდ ამ კრემს ვიყენებ"

ქალბატონების შეცდომა: "მე ნაოჭები და ფორები მაქვს, ოვალი ფერმკრთალდება, მაგრამ მაინც მხოლოდ ამ კრემს ვიყენებ"

ყველაფერი საუკეთესო - ბავშვებს - ფრაზა, რომელიც შესანიშნავად მოქმედებს ახალ მწარმოებლებზე. საბავშვო საქონელი ყოველთვის მაღალხარისხიანია, ვინაიდან პატარებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. თუმცა, რატომღაც, უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვისაც კარგია საბავშვო საქონელი. კვება, განსაკუთრებით კი მოვლის საშუალება, ძალიან პოპულარულია უკვე არამხოლოდ ბავშვებისთვის. ყოველთვის ფიქრობდით, რომ საბავშვო დამატენიანებელი კრემი უკეთ მოქმედებს თქვენზე, ხოლო ბავშვის მზისგან დამცავი კრემი უკეთ დაგიცავთ? ცდებით.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოს ზრდასრულმა საბავშვო თმის და კანის მოვლის საშუალებები.

საბავშვო კრემი ბავშვებისთვის
კოსმეტოლოგები ქალბატონებს სთხოვენ, აღარ გამოიყენონ საბავშვო კრემი სახეზე. მათი დახმარებით, თქვენ ვერასდროს დაიბრუნებთ ახალგაზრდობას. პირიქით, გააუარესებთ კიდევაც კანის მდგომარეობას. საბავშვო საშუალებები ცალკე კატეგორიად იმიტომ კი არ დაიყო, რომ შემადგენლობით უკეთესი და ძლიერია - უბრალოდ სხვა დანიშნულება აქვს.


ეს საშუალებები შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის, რომელთა კანიც სავსებით განსხვავდება ზრდასრულებისგან. მათ, პრაქტიკულად, არ აქვთ დამცავი ბარიერი გარემოსგან და არ გამოიყოფა სებუმი - ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი. ამიტომ საშუალება, რომელიც ბავშვისთვისაა შემუშავებული, ქმნის ამ დამცავ ბარიერს.

მათ შემადგენლობაშია ვაზელინი ან სხვა კომპონენტები, რომლებიც ქმნის ფენას კანზე. ბავშვისთვის ამაში ცუდი არაფერია, ზრდასრულისთვის კი, რომელსაც გამოეყოფა კანის ცხიმი მნუდმივად, ეს მხოლოდ ზიანის მომტანია.


თავიდან მოგეჩვენებათ, რომ კანი ხავერდისებრი და ნაზია, რეალურად კი იგი სულ უფრო შრება - ყველაფერი სათბურის ეფექტის გამოა, ბაქტერიები კი დაგროვდება და გამოიწვევს მუწუკებსა და პატარა დახურულ კომედონებს, რომლებიც კანის უსწორმასწორობას ქმნის. ასაკობრივ კანზე აუცილებელია ანტიოქსიდანტებიც - კომპონენტები, რომლებიც ანელებს სიბერეს.


როგორც ხვდებით, საბავშვო კრემებში მათ ვერ იპოვით. სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მაგალითად, გასანიავებლად, საბავშვო კრემი დაგეხმარებათ, თუმცა რეგულარული მიზეზით - ვერა. ეს იგივეა, რომ გამოიყენოთ საკვები კრემი სიმშრალის წინააღმდეგ ცხიმიან კანზე. იგივე ეხება საბავშვო შამპუნებს.


საბავშვო შამპუნები შექმნილია მსუბუქი კომპონენტებისგან, რომლებიც ზრდასრულ თავის კანს და თმებს ვერ გაწმენდს. ეს საშუალებები ვერ ჩამორეცხავენ აქამდე დატანებულ თმის დასავარცხნ საშუალებებს. შედეგად, 1-3 თვის შემდეგ დაგროვდება ქერტლი და დამძიმდება თმა. ღეროები გაუფერულდება, გამოშრება იმიტომ, რომ მათში უამრავი უსარგებლო ნივთიერება დაგროვდა.


უნდა გესმოდეთ, რომ ბავშვებს არ აწუხებთ ჰორმონები ზრდასრულების მსგავსად. მათი თმები ხომ უფრო დიდხანს რჩება სუფთა, თქვენ კი თავს თითქმის ყოველდღე იბანთ. მათ არ აქვთ მუწუკები, ნაოჭები, კანის გაუწყლოება. ამიტომ საბავშვო საშუალებები დაუტოვეთ ბავშვებს, თქვენ კი თქვენთვის განკუთვნილი გამოიყენეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.