საბავშვო კოსმეტიკაზე მოთხოოვნილებამ გამოიწვია მსგავსი სახეობის პროდუქტის მომრავლება და გამრავალფეროვნება. ვარიანტების სიჭარბეს ბევრი დედა ჩიხში შეჰყავს: მაინც რომელიც პუდრა უმკლავდება ეფექტურად თავის დავალებას და უსაფრთხოა თუ არა ბავშვისთვის?
კომპანიის Johnson & Johnson ირგვლივ ბოლო დროს აგორებულმა სკანდალმა საზოგადოება სერიოზულად აანერვიულა საბავშვო პუდრის საფრთხისშემცველობის გამო.
ტალკი - ესაა მინერალური ფხვნილი, რომელსაც ზედაპირებს შორის ხახუნის შესამცირებლად იყენებენ. დაბალხარისხიანი ტალკი შეიცავს აზბესტის ნაწილაკებს, რომელიც კიბოს იწვევს. დღეისათვის იგი უამრავ ქვეყანაშია აკრძალული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აზბესტი ხორცის, ფილტვებისა და საკვერცხეების კიბოს გამომწვევ მიზეზად დაასახელა.
მუდმივი სასამართლო გარჩევების ფარგლებში, Johnson & Johnson-ი ამტკიცებს, რომ მისი პუდრა აბსოლუტურად უსაფრთხოა. მწარმოებელი ეყრდნობა მსხვილ სამედიცინო კვლევებს. მაგრამ, აი, რა არის საეჭვო: კომპანიამ თვითონ დააფინანსა ეს კვლევები.
Brigham and Women’s Hospital-ის ამერიკელმა მეცნიერებმა, 2014 წლის კვლევების დროს დაადგინეს, რომ ტალკის ხშირი გამოყენება საზარდულის მიდამოებში საკვერცხის ონკოლოგიის რისკს 24%-ით ზრდის. ტალკის ნაწილაკები ხვდება ქალური ორგანოების შიგნით და იქ წლების განმავლობაში რჩება, რაც ქრონიკულ ანთებას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, სიმსივნემდე მიგვიყვანს.
ამის მიუხედავად, ტალკსა და კიბოს შორის პირდაპირი ურთიერთკავშირი კონკრეტულად არ არსებობს. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ რამდენად ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კიბოს. ადამიანის ჯანმრთელობაზე ხომ ცხოვრების მანძილზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ნათელია მხოლოდ ერთი რამ: უნდა შეიძინოთ ტალკი აზბესტის გარეშე.
იმისათვის, რომ ტალკის გამოყენებამ საზარელ შედეგამდე არ მიიყვანოს ბავშვი, ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის შემადგენლობას. აზბესტის გარდა, იქ შეიძლება სხვა, არანაკლებ მავნე კომპონენტებიც აღმოჩნდეს.
როგორ შევარჩიოთ საბავშვო ჰიგიენის საშუალებები
- ხელთ რომ არ შეგრჩეთ ყალბი ან ცუდი ხარისხის პროდუქტი, დააკვირდით ეტიკეტს. იგი არ უნდა იყოს უფერული, ცუდად ან არათანაბრად მიწებებული, არამკვეთრი ნახატით, ტექსტში არ უნდა იყოს შეცდომები. სახურავი დაკეტილი უნდა იყოს, დამცავი ცელოფანი - კარგ მდგომარეობაში. ქილაზე მკვეთრად უნდა ჩანდეს ვარგისიანობის ვადა, მწარმოებლის დასახელება და საწარმოს მისამართი.
- რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტია შემადგენლობაში - მით უკეთესი. ბუნებრივია, ისინი ნატურალური უნდა იყოს. პლაუნის სპორები, სიმინდის, კარტოფილის, ბრინჯის სახამებელი ბავშვისთვის უვნებელია. ხელოვნური არომატიზატორები პუდრში დაუშვებელია ბავშვისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში. კარგი პუდრა საერთოდ უსუნო უნდა იყოს.
- ბავშვის კანის მოვლის საშუალება არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, პროპილენგლიკოლიას, ფორმალდეჰიდებს(დიაზოლიდინილ- ან იმიდაზოლიდინილურეა), საღებავებს.
გახსოვდეთ უნივერსალური წესიც: პუდრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ პროფლაქტიკისთვის! დაუშვებელია პუდრის გამოყენება ისეთ კანზე, რომელზეც გაჩენილია გამონაყარი, ანთება ან გაღიზიანება. ჯამში, თუ ბავშვის კანი სუფთა და, ერთი შეხედვით, ჯანმრთელია, თუ დედა მზრუნველია და ბავშვს ერთ საფენში დიდხანს არ ტოვებს, პუდრის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.