» » » დაითეზის, ჭრილობების, დამწვრობის, რადიკულიტის და ძლიერი ხველის მკურნალობა სოჭის ზეთით

დაითეზის, ჭრილობების, დამწვრობის, რადიკულიტის და ძლიერი ხველის მკურნალობა სოჭის ზეთით

სახალხო მედიცინის პრაქტიკაში სოჭის ზეთმა საკუთარ თავს რეკომენდაცია გაუწია როგორც საუკეთესო ჭრილობების შემახორცებელმა და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებამ. ბევრ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ საფენების დასველება სოჭის ზეთით და ჭრილობაზე ან დამწვრობის ადგილზე დაფენა. თუმცაღა ზოგიერთ კანის დეფექტებისა და დაავადებების დროს საჭიროა სხვა სამკურნალო საშუალებები.

დიათეზი ბავშვებში
ა) შეგვიძლია დავამზადოთ მალამოს რამდენიმე ვარიანტი. ნებისმიერი მალამო, რომელსაც ამოირჩევთ, ძალზე ეფექტურია დიათეზის დროს.
შეურიეთ ერთმანეთს 1 ნაწილი სოჭის ზეთი და 3 ნაწილი საბავშვო კრემი ( აუცილებლად რუსული წარმოების) საბავშვო კრემის ნაცვლად შეგვიძლია ავიღოთ ზეითუნის ზეთი, ოღონდ უნდა დავამატოთ C ვიტამინი 1,5-2 მგ.

ბ) შეურიეთ ერთმანეთს 3 ნაწილი სოჭის ზეთი, 3 ნაწილი გოგირდის მაზი და 4 ნაწილი საბავშვო კრემი.
მიღებულ მალამოებს შევაზელთ დაზიანებულ ადგილებზე ძალიან თხლად.

ჭრილობების დამუშავება
საშუალო და პატარა სიდიდის ჭრილობები და ნაკაწრები დავამუშაოთ სუფთა სოჭის ზეთით, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შეჭრა და დაჩირქება. ღრმა ჭრილობების დამუშავება სოჭის ზეთით არ შეიძლება

მესამე ხარისხის დამწვრობები A და B
საუკეთესო საშუალებაა ამ დროს ემულსია, რომელიც შემდეგი წესით მზადდება. შეურიეთ ერთმანეთს 3 ნაწილი სოჭის ზეთი და 7 ნაწილი სპერმაცეტი. შეაზილეთ დღეში 2-3-ჯერ. დაბალი ხარისხის დამწვრობის დროს, სპერმაცეტი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ცხიმოვანი ფუძით.

რადიკულიტი, ფლექსიტი, იშიასი, მიოზიტი
და სხვა პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს, შეიზილეთ მცირე რაოდენობით სოჭის ზეთი, ძლიერი ტკივილების არეში. შეზელვის ეფექტურობა ძლიერდება, თუ ზეთს შეიზელთ ცხელი აბაზანების მიღების შემდეგ ან მტკივანი ადგილების გახურების (გათბობის) შემდეგ. მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს. იგივე პროცედურები რეკომენდირებულია ასევე ფეხების, კოჟრების, ქუსლებისა და მუხლების ტკივილის დროსაც.

რევმატოლოგიური პოლიართრიტი, ანთებითი ხასიათის ართრიტები.
შეიზილეთ სოჭის ზეთი წინასწარ გახურებულ (გაცხელებული ზღვის მარილის კომპრესით) სახსარზე შეზელის შემდეგ გაიკეთეთ კომპრესი.

ძლიერი ხველა
3-5 წვეთი სოჭის ზეთი საწვეთურით დაიწვეთეთ ენის ძირზე დილით და ძილის წინ საკმარისია 2-3 დღე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.