» » » ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი და კანის მკურნალი - ეს გულყვითელაა

ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი და კანის მკურნალი - ეს გულყვითელაა

გულყვითელა კანის მკურნალია. მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ნაყენში, ჩაიში, ექსტრაქტებში, ნელსაცხებლებსა და მალამოებში. აქვს გამაახალგაზრდავებელი თვისებები და ამიტომ ხშირად გვხვდება დამატენიანებლებში, მზისგან დაცავ, თმისა და ბავშვის მოვლის საშუალებებში. მის პოპულარობას - რაც განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის სარგებლიანობაში გამოიხატება - განაპირობებს - უნარი, სწრაფად დააცხროს გაღიზიანებული კანი და აღადგინოს ქსოვილები.

სამკურნალო გულყვითელას ყვავილი იჭმება და გამოიყენება სალათებსა და გარნირებში.

სასრგებლო თვისებები:

აუმჯობესებს და ამშვიდებს კანს. ძლიერმოქმედი ბუნებრივი ფისებისა და აქროლადი ზეთების მსგავსად, გულყვითელაში უხვადაა ანტიოქსიდანტები, რაც ებრძვის ანთებით პროცესებს. ფიტოთერაპევტები კანის უნივერსალური, სამკურნალო მალამოს დასამზადებლად ერთმანეთში ურევენ გულყვითელას, ლაშქარას, ექინაცეასა და კრაზანას.

აღადგენს და იცავს კანს. გულყვითელას ზეთი ან კრემი საუკეთესო არჩევანია ნაკაწრებისა და კანის წყლულების სამკურნალოდ, აგრეთვე დერმატიტის დასაცხრობად. არის მსუბუქი ანტისეპტიკი, შესაბამისად, იცავს კანს ინფექციებისგან. "ჰიპერკალის კრემი", რომელიც ცნობილი ბუნებრივი, პირველადი დახმარების საშუალებაა, კრაზანისა და გულყვითელას ნარევია. გარდა ამისა, გულყვითელას მალამო შველის მშობიარობის შემდგომ გარე ჩახევებს. კანის სტრუქტურის შესანარჩუნებლად მზის აბაზანების შემდეგ წაისვით გულყვითელას ზეთი ან კრემი.

კბილებისა და ღრძილების მოვლა. გულყვითელას ექსტრაქტის შემცველი კბილის პასტა შესამჩნევად ამცირებს კბილებზე ნადებს, შველის გინგივიტსა და ღრძილებიდან სისხლდენას. მოამზადეთ გულყვითელას ჩაი ან ნაყენი და გამოიყენეთ, როგორც სავლები საშუალება.

ფეხის მოვლა. გულყვითელას ზეთი ბუნიონების, მეჭეჭებისა და ტერფის წყლულის ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ დამცავ სახვევთან ერთად, გულყვითელას მონათესავე ხავერდასგან (იმერული ზაფრანა ) დამზადებული კრემი ამცირებს ბუნიონების ზომასა და ტკივილს. ხავერდას ყვავილების ჭამა აკრძალულია.

გულყვითელაში უხვადაა ანტიოქსიდანტები, რაც ებრძვის ანთებით პროცესებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.