» » » ასე უფრო გემრიელია: 10 შესანიშნავი იდეა სალათებისა და დასაყოლებლების მოსართავად

ასე უფრო გემრიელია: 10 შესანიშნავი იდეა სალათებისა და დასაყოლებლების მოსართავად

ოლივიეს რეცეპტს ახლა არავინ გთავაზობთ, არც ვინეგრეტის და არც შუბის რეცეპტზე ვწერთ. აი, ორიგინალურ გაფორმებებზე კი ნამდვილად ვისაუბრებთ.

რჩევების რედაქცია გთავაზობთ საახალწლო მაგიდის გაფორმებას ისე, რომ ყველას მოეწონოს. მარტივი ინგრედიენტები, სწრაფი მომზადება და ორიგინალური მიწოდება - ეს მთავარი იდეა და მიზანია.

კერძების მორთვის იდეები
  1. ყვავილების თაიგული
    მოხარშული ან უმი ბოსტნეულისგან გამოჭრილი ელემენტები კერძის იერს საგრძნობლად შეცვლის.


  2. კალეიდოსკოპი
    ყველაზე ჩვეულებრივ სალათსაც კი სხვანაირად შეხედავთ, თუ დიასახლისი მას უცნაური ფორმით მოგართმევთ. არ დაგჭირდებათ განსაკუთრებული ინგრედიენტები ან პროფესიონალური უნარები. სალათი თეფშზე მოათავსეთ ოთხკუთხედად, წაუსვით ზემოდან მაიონელი და დაალაგეთ კუბებად დაჭრილი ბოსტნეული სხვადასხვანაირი ტრაექტორიით.


  3. საშობაო გვირგვინი
    მწვანილის სიჭარბეს ჯერ არავისთვის უვნია! სალათის ასე ფორმირებისთვის, ფართო თეფშის შუაში მოათავსეთ ჭიქა, ირგვლივ მოათვსეთ სალათი და მორთეთ იგი ბროწეულის მარცვლებით, ბოსტნეულითა და კამით.


  4. საჩვენებელი ფენები
    სპეციალური ფორმის გამოყენებით ფენებეად დალაგებული სალათები ერთდროულად გამოიყურება სადად და მდიდრულადაც.


  5. მინიატურული ხემსები
    ასეთ ხემსებს სტუმრები უყურადღებოდ არ დატოვებენ! იფიქრეთ პროდუქტებისა და დეკორაციების შეთავსებაზე. ჩიის თესლი, სეზამის მარცვლები, მიკრომწვანილები იდეალურია ასეთი ხემსების ფორმატისთვის.


  6. სალათი ტარტალეტებში
    მოსახერხებელია ხელში ასაღებადაც და საჭმელადაც, მადისაღმძვრელიცაა. კიდევ რაა საჭირო საახალწლო სუფრისთვის?


  7. ბოსტნეულის სალათი ნავებში
    ტარტალეტების გაკეთება არამხოლოდ ცომის, არამედ ბოსტნეულის გამოყენებითაც შეიძლება. გამოგადგებათ კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ავოკადო:უბრალოდ მოაცალეთ გულები.


  8. ულუფები ჭიქებში
    ეს იდეა ფურშეტისთვისაა. ჭიქით ხელში თავისუფლად ივლით, ესაუბრებით ნაცნობებს და იცეკვებთ კიდევაც!


  9. უჩვეულო ჭურჭელი
    გააოცეთ სტუმრები არასტანდარტული მიდგომით.


  10. რესტორნული სილამაზე
    შესანიშნავი საშუალება გემოვნებისა და სტილის დემონსტრირებისთვის. პატარა ულუფები, აქცენტი სხვადასხვა ტექსტურასა და ფერზე, განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.